იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის მინისტრთა საბჭომ მიიღო.
მანამდე კი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი იტალიის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა.
გარდა ამისა, იტალიის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მთავრობას შეზღუდვების ოპერატიულად დაწესებისა და დაფინანსების განაწილების შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნა. ამჟამად, შეზღუდვა თეატრებში, მუზეუმებში, კინოთეატრებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებში დამსწრეთა რაოდენობაზეა დაწესებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 330 263 შემთხვევა დადასტურდა, 36 030 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 234 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
imedinews.ge