იტალიის 27 ციხეში, პატიმრების პროტესტი ფატალური შედეგით დასრულდა. მსჯავრდებულები კორონავირუსის საფრთხის გამო ამინისტიას ითხოვენ. მილანური გაზეთის ინფორმაციით,მღელვარება საპატიმრო „სან ვიტორეში“ დაფიქსირდა, ასევე რომის „რებიბიაში“ და მათ არც სალერნოს, ნეაპოლის და ვერჩელის ქალაქები ჩამორჩნენ. რამდენიმე ციხეში პატიმრები პროტესტის ნიშნად ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების შტურმით აღებას ცდილობდნენ.
ქალაქ მოდენის ციხეში კვირა დღე სისხლიანი ბუნტით დაიწყო, რომელიც საპატიმროს მცველებმა ძალის გამოყენებით ჩაახშეს. დაპირისპირების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 3 მცველი და 6 სანიტარი.
ფოჯეს ციხეში მიმდინარე არეულობით ისარგებლა 50 მდე პატიმარმა და ციხიდან გაიქცა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ ყველა სავაჭრო დაწესებულებასა თუ ბანკებში მუშაობა შეწყდეს. მოგვიანებით, 30 გაქცეული პატიმარი სამართალდამცველებმა დააკავეს. ადგილობრივი ციხე 365 პატიმარზეა გათვლილი, თუმცა მასში 608 პატიმარია განთავსებული. მსჯავრდებულების თქმით, „იქ ცხოვრება ჯოჯოხეთზე უარესია“. მცველები დაინფიცირების საფრთხის გამო, პატიმრებს 24/7 კამერებიდან არ უშვებენ.
ამჟამად იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 7375 შემთხვევაა დაფიქსირებული, 622 გამოჯანმრთელდა, ხოლო 366 დაიღუპა. ლომბარდიის ოლქი 14 სხვა ჩრდილოეთის პროვინციასთან ერთად კარანტინის რეჟიმშია.
newsru.ru
მარიამ მორგოშია