იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 15 729-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1109 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 837 გარდაიცვალა, ხოლო 2 107 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge