იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამს ახალგაზრდებზე ზემოქმედების განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს, რის გამოც ეპიდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულ რეგიონებში 6 მარტიდან 6 აპრილამდე სკოლები დაიხურება.
„აღნიშნულმა გვაიძულა დაგვედგინა, რომ წითელ ზონებში ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა, ისევე როგორც იმ ადგილებში, სადაც ინფექციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100 ათასს მოსახლეზე 250 შემთხვევას აღემატება“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა.
რობერტო სპერანცამ ასევე განაცხადა, რომ იტალიაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ყველაზე გავრცელებული შტამია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 2 955 434 შემთხვევა დადასტურდა, 98 288 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 426 150 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
imedinews.ge