იტალიაში ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა. ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება. ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა.
სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტეჯერ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.
იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 604 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 880 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1555 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში სულ 17 127 ადამიანი გარდაიცვალა, 94 067ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 24 392 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge