იტალიაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ლაციოს ოლქში ქალაქ რიეტიში მოხდა. აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
imedinews.ge