„იტალიაში 30 მილიონი ადამიანი მხოლოდ მოსალოცად ჩადის“ - რელიგიური ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

„იტალიაში 30 მილიონი ადამიანი მხოლოდ მოსალოცად ჩადის“ - რელიგიური ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

access_time2018-03-24 12:00:25

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს პილიგრიმობა, როგორც რელიგიური ტურიზმი, მაგრამ ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება.


ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი ქემერტელიძე ამბობს, რომ საქართველოში 12 000-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია, ასევე, არის სიწმინდეები - ქრისტეს კვართი და წმინდა ნინოს ჯვარი, რაც რელიგიური ტურიზმის გასავითარებლად კარგ პირობას იძლევა.


არ ვიცირამდენად ხშირად სთავაზობენ ტურისტული კომპანიები ტურისტებს ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით, მაგრამ,ვფიქრობ, საკმარისად არა... თუნდაციტალიას რომ შევადაროთ, იქ 30 მილიონი კაცი მხოლოდ მოსალოცად ჩადის“.


გიორგი ქემერტელიძე საუბრობს, ასევე, იმ დაბკოლებებზე, რომელთაგან ერთ-ერთი არის ტაძრების გადაკეთება, მის არქიტექტურაში ჩარევა:

ახლახან ვიყავი დარიალის ხეობაში. იქ არის ახალი, დიდებული ტაძარი, მაგრამ კარი აქვს რკინის, წითელი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება“.

ტურიზმის სპეციალისტი მთვარისა თარხნიშვილი შენიშნავს, რომ დღეს მომლოცველებს ძირითადად აინტერესებთ მთის ეკლესიები (სვანეთი, ყაზბეგი), ასევე თბილისი, მცხეთა, ვარძია და გელათი. ამასთან, აინტერესებთ მამა გაბრიელის საფლავი და ვლაქერნობა ზუგდიდში. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ტურისტებმა უკვე ჩამოსულებმა შეიტყვეს დავით გარეჯის შესახებ და იქაც წავიდნენ.

ყველა ტაძარს აქვს თავისი დღესასწაული, რამე განსაკუთრებული, რის შესახებაც შეუძლიათ უფრო მეტად გაავრცელონ ინფორმაცია, რომ ტურისტებმაც გაიგონ და მივიდნენ. ეკლესიამაც უნდა იაქტიუროს.

რაც შეეხება პირობებს, ინფრასტრუქტურა ცუდია, ძვირია სასტუმროებიც, ტუალეტები - საშინელი“.


გელათი

მთვარისა თარხნიშვილი ამბობს, რომ პილიგრიმები ხშირად ესწრებიან წირვას. თუ წირვა არ არის, დაუჯდომელსა და პარაკლისს კითხულობენ. მოსალოცად ჩამოსული ტურისტი იმითაც განსხვავდება, რომ საღამოს გასართობად წასვლას არ გთხოვს, უფრო ის აინტერესებს, ამ დროს ლოცვა სად ტარდება. არის შემთხვევები, როცა უშუალოდ რომელიმე სასულიერო პირთან შესახვედრადაც ჩამოდიან.

ძალიან აინტერესებთ ქართველი წმინდანების ცხოვრება, სად ვინ არის დაკრძალული. უნდათ მივიდნენ და მოილოცონ. სულ ფურცელი და კალამი უჭირავთ, ოღონდ ვინმე წმინდანი უხსენო. სამწუხაროდ, ბუკლეტებიც არ არის უცხო ენებზე, სადაც მათ შესახებ ინფორმაცია იქნება, ან თუ არის რამე წიგნი, ძალიან ძვირია. მაგალითად, ერთი 80 ლარი ღირდა“.

ბათუმის საკათედრო ტაძარი

მართლმადიდებლების გარდა, უცხოეთიდან ჩამოდიან სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც და ისინიც - მოსალოცად: მუსლიმები ახალციხის ციხის, ბათუმისა და ხულოს მეჩეთების სანახავად, ებრაელები - ონისა და ახალციხის სინაგოგის. ასევე, მოდიან კათოლიკეებიც, რადგან საქართველოში ძველი კათოლიკური ტაძრებიც საკმაოდაა, მაგალითად, თბილისში, ქუთაისში, გორსა და სოფელ უდეში.

კომპანია „თიემ ტური საქართველოს“ წარმომადგენელი თინათინ მოსიაშვილი ამბობს, რომ რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო ადგილია თბილისი, სადაც სხვადასხვა კონფესიის სალოცავები ერთად იყრის თავს.

ალავერდი

შეიძლება დაგიკავშირდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ჩამოვიდეს ჯგუფი, ხშირად მოძღვართან ერთად. ეს ჯგუფი მხოლოდ ტაძარს კი არ ნახულობს, ლოცვებსაც ესწრება“.

რაც შეეხება პრობლემებს, თინათინ მოსიაშვილი ამბობს, რომ ხშირად პრობლემაა გიდების განათლება. ამასთან, მასპინძელმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც, კვების საკითხი, მაგალითად, სამარხვო და „ქაშერული“ საჭმელი. თავის მხრივ, მთვარისა თარხნიშვილიც აღნიშნავს, რომ ებრაელები რამდენჯერაც ჩამოვიდნენ, თავიანთი ჭურჭელი ჩამოიტანეს და სამზარეულოშიც თავად მოამზადეს საჭმელი.

რაბათი

2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაბეჭდა კატალოგი მართლმადიდებელ მომლოცველთათვის. კატალოგი ქართულად, ინგლისურად და რუსულად არის გამოცემული. გაკეთდა, ასევე, ებრაული მემკვიდრეობის კატალოგი.

იმის შესახებ, თუ რამდენი მომლოცველი შემოდის საქართველოში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემები არა აქვს. სააგენტოს ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს უფროსი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მხოლოდ ერთი მიმართულების პოპულარიზაციას კი არ ისახავს მიზნად, არამედ, ზოგადად, ქვეყნისა და მათ შორის მისი კულტურისა და ხუროთმოძღვრების წარმოჩენას ცდილობს.

 

რადიო თავისუფლება



ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“
access_time2019-12-10 10:00:33
„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო...


მსგავსი სიახლეები

up