იტალიის მინისტრთა კაბინეტმა ჯუზეპე კონტის მეთაურობით კორონავირუსთან დაკავშირებით ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ამ ზომებს შორისაა ნიღბის სავალდებულო ტარება და სოციალური დისტანციის წესების დაცვა. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 25 მილიარდი ევროა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 35 190 ადამიანი ემსხვერპლა, 249 756 კი დაინფიცირდა.
Imedinews