იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს.
„ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო ჩენტინაიო.
მეორე გამოცემა, The Guardian წერს, რომ ესპრესოს იტალიური ინსტიტუტის მონაცემებით, ბაზარი წელიწადში 4 მლრდ ევროზე მეტად არის შეფასებული, ხოლო ყოველდღიურად ფინჯან ყავას იტალიელების 90%-ზე მეტი სვამს. ესპრესოს იტალიური ინსტიტუტი 1998 წელს, ორიგინალური ესპრესოს დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით დაარსდა.
გაზეთი წერს, რომ „იუნესკოს“ სიაში იტალიური ყავა ესპრესოს შეტანის წინა მცდელობები არ დასრულებულა. ამჯერად ჯანმარკო ჩენტინაიო იმედოვნებს, რომ „იუნესკოს“ ეროვნული კომისია განაცხადს დაამტკიცებს. გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მოელიან.
BPN.GE