იტალია კორონავირუსის კრიზისის გამო კატასტროფულ 2020 წელს ელოდება, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია, სავარაუდოდ, 120 მილიარდ ევროს ზარალს ნახავს

იტალია კორონავირუსის კრიზისის გამო კატასტროფულ 2020 წელს ელოდება, ხოლო ტურიზმის ინდუსტრია, სავარაუდოდ, 120 მილიარდ ევროს ზარალს ნახავს

access_time2020-04-29 17:00:20

ეპიდემიის დასრულების შემდეგ, ტურიზმის გასაძლიერებლად იტალიის მთავრობა, დაბალი შემოსავლების ოჯახებისთვის “შვებულების ბონუსით“ უზრუნველყოფას განიხილავს. დაფინანსება განსაზღვრულია ტურიზმის აღდგენისთვისაც.” ერთი მხრივ, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ოჯახებს, ბავშვებს და, ამავე დროს, ხელი შევუწყოთ იტალიაში ტურიზმის აღდგენას“ - განაცხადა ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესკამ, რომის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


მისივე თქმით, მთავრობა ჯერ კიდევ მსჯელობს იმაზე, თუ რა მოცულობის უნდა იყოს ვაუჩერი, თანხა ამ ეტაპზე დაზუსტებული არაა. ”ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ იტალიური ტურიზმის განვითარებას, რადგან აშკარაა, რომ გარკვეული პერიოდის გატარება უცხოელი ტურისტების გარეშე მოგვიწევს. ამიტომ ტურიზმის სფერო ორმაგად საყურადღებოა.


იტალიელების საზღვარგარეთ გამგზავრება მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ახლა დახმარება სჭირდება და თითოეული იტალიელის ვალია, ინვესტიცია განახორციელოს საკუთარ ქვეყანაში”- თქვა მინისტრმა. იტალიის ქალაქების მერები ქვეყნის მასშტაბით, ნაციონალური და საერთაშორისო ტურიზმის განახლებას ელოდებიან. ხელისუფლება სხვადასხვა ქალაქის მერთან ერთად ტურიზმის გადასარჩენად ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს. იტალიის ტურიზმი 2020 წელს COVID-19-ის გამო კატასტროფული შედეგების მოლოდინშია.



იტალიის ტურიზმის სფერო მარტიდან - მაისის ბოლოდე 30 მილიონით ნაკლებ ღამისთევას ელოდება. პანდემიამ ყველაზე მეტად სტუმარ-მასპინძლობის სფერო დააზიანა. იტალიის რესტორნები 30 მილიარდი ევროს ზარალს ვარაუდობენ და 50 000-ზე მეტი რესტორანი იძულებული იქნება, ერთი წლით დაიკეტოს. მიუხედავად ამისა, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტი იჩენს ინიციატივას, 18 მაისის შემდეგ ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში ეტაპობრივად გაიხსნას ის რესტორნები, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაიცავენ.


forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up