იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

access_time2020-03-29 17:00:03

 

22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.

 

1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული ჯანდაცვის სისტემით. სადღეისოდ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს თითქმის 60 000-ს, მათ შორის 5400 დაიღუპა. საშუალოდ დღე-ღამეში იტალიაში COVID-19-ისგან იღუპება 800 ადამიანი.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ნახევარი მოდის ჩრდილოეთ რეგიონ ლომბარდიაზე. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალაქ ბერგამოში  - იქ მოქმედი ერთად-ერთი კრემატორი გავსებულია, თუმცა, მისი სიმძლავრეები არაა საკმარისი - ქალაქში, სადაც ცხოვრობს 120 000 ადამიანი, დღე-ღამეში კორონავირუსისგან სიკვდილიანობამ გადააჭარბა 100-ს.

 

იტალიაში კრემატორიები არ საგრებლობდნენ დიდი მოთხოვნით, რადგანაც ქვეყანაში არაა მიღებული გარდაცვლილთა კრემაცია, თუმცა, სადღეისოდ დასაფლავება აიკრძალა, ხოლო ბერგამოს კრემატორი იტევს მხოლოდ 25 ადამიანს დღე-ღამეში.

 

ბერგამოდან გვამების სხვა ქალაქებში გადასატანად გამოიყენება იტალიის ჯარი - საღამოებით, ბნელ  ქუჩებში გადაადგილდებიან სამხედრო სატვირთო მანქანების კუბოებით, რომლებიც მიდიან მეზობელ ქალაქებში, სადაც საკრემაციო სიმძლავრეები არაა გადატვირთული.

 

„მე ვერ ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოში“ - განაცხადა ბერგამოს მერმა ატილიო ფონტანამ, რომელმაც ზუსტად ერთო თვის წინ თქვა, რომ კორონავირუსი არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც გრიპი, და მოუწოდა ყველას არ აყვნენ პანიკას სათხილამურო სეზონის პიკზე.

 


იტალია დღეს დაჩოქილია, რადგანაც არ მიიღო სათანადო ზომები ეპიდემიის დასაწყისში. ექიმებს უწევთ საშინელი არჩევანის გაკეთება - ვინ იცოცხლებს, და ვინ არა, რადგანაც ფილტვების ვენტილაციის აპარატები არაა საკმარისი ყველასთვის. შესაბამისად, მედიკოსებს უწევთ პაციენტებს შორის იმათი არჩევა, ვისაც აქვს გადარჩენის მეტი შანსი.

 

მოხუცები როგორც წესი, კვდებიან მარტოობაში, ისე, რომ ნათლად აცნობიერებენ რას მოელით.

 

იმატა მსხვერპლმა მედიკოსებს შორისაც - სადღეისოდ გარდაიცვალა 17 ექიმი, 3654 კი - ინფიცირებულია.

 

ბერგამოს საავადმყოფოში მკურნალობს 1093 პაციენტი, ადამიანები წვანან დერეფნებში, ხელოვნური სუნთქვის აპარატები კატასტროფულად არასაკმარისია. ავადმყოფები ჟანგბადის ბალონებით იხჩობიან და  კვდებიან ნელი, საშინელი სიკვდილით.

 

პერსონალი მუშაობს დღე-ღამეში 24 საათი, ისინი არ ტოვებენ საავადმყოფოებს, რათა არ დააინფიცირონ ნათესავები. არ არსებობენ არც ქირურგები, არც უროლოგები, არც ორთოპედები - ყველა ექიმი აკეთებს საერთო საქმეს, და ცდილობენ არ დაუშვან იმ პაციენტების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, რომლებსაც ფაქტიურად ვერაფრით ეხმარებიან.

 

ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ისინი დაუყოვნებლივ მოხვდებოდნენ რეანიმაციაში, თუმცა, დღეს იტალიაში ამისთვის უნდა იყო სიკვდილის ზღვარზე.

 

იტალიელი ექიმების თქმით, კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში, სიკვდილის რისკის ზრდის რამდენიმე ქრონიკული დაავადება - გულ-სისძარღვთა -10,5%-ით, დიაბეტი - 7,35-ით,  ქრონიკული რესპირატორული - 6,3%-ით, ჰიპერტონია 6%-ით, ონკოლოგია - 5,6%.

 

გარდაცვლილთა თითქმის 50%-ს კორონავირუსის გარდა ჰქონდა როგორც მინიმუმ 1 ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებათაგან.

 

იტალიელი ექიმები აფრთხილებენ მსოფლიოს, რომ ბერგამო განმეორდება ყველგან, თუ ქვეყნები  არ მიიღებენ უმკაცრეს ზომებს.

 



თეგები:
იტალია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up