იტალია ევროკავშირის წესებს არ ემორჩილება – სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკის გადარჩენას აპირებს

იტალია ევროკავშირის წესებს არ ემორჩილება – სახელმწიფო ბანკი კერძო ბანკის გადარჩენას აპირებს

access_time2016-07-21 17:00:25

იტალიაში ყურადღების ცენტრში მოექცა ქვეყნის სიდიდით მესამე ბანკი - Monte dei Paschi di Siena, რომლის გადარჩენას აპირებენ ევროკავშირის მკაცრი წესდებების მიუხედავად. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ "ფაინენშიალ ტაიმსის" სტატიაში, რომლის თანაავტორების რეიჩელ სანდერსონისა და ალექს ბარკერის თანახმად:


"დასახული გეგმით, კერძო ბანკის გადარჩენის საქმეში ჩაერთვება სახელმწიფო ბანკი Cassa Depositi e Prestiti, რასაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაწესებული რეგულირებები, რომლებიც ზღუდავს ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ფინანსურ ჩარევას კერძო სექტორში.


ერთ კვირაში, 29 ივლისს, "მონტე პაშის" ბანკს ჩაუტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური სტრესის ტესტი. წინასწარ ემზადება რა ტესტის შედეგებისთვის, იტალიის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს ბრიუსელთან დაპირისპირება საკითხზე, რომელიც ეხება სახელმწიფო თანხების გამოყენების მიზანშეწონილობას კერძო გამსესხებლების გადარჩენისას.


უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად აპირებდნენ ბანკში უშუალო ფინანსური ინექციის განხორციელებას. თუმცა, შემდგომში გეგმა შეიცვალა და ამჯერად სურთ ბანკის წარუმატებელი სესხების შესყიდვა შეღავათიანი პირობებით, რაშიც გამოყენებული იქნება კერძო და სახელმწიფო  ფინანსური სახსრები. საშუალედო რგოლის როლს შეასრულებს "ატლანტეს" სახელით ცნობილი კერძო ფონდი, რასაც, როგორც ამბობენ, არ დასჭირდება ბრიუსელისგან წინასწარ თანხმობის მიღება.


მიუხედავად ამისა, ბრიუსელში ყურადღებით დააკვირდებიან იტალიურ ბანკში ფინანსური ჩარევის მეთოდებს, რათა გამორიცხულ იქნას სახელმწიფოს მხრიდან უშუალო ფინანსური მხარდაჭერა. ევროკავშირის რეგულირებები არ კრძალავს ზემოხსენებული სტრუქტურების გამოყენებას როცა ბანკისგან იძენენ ტოქსიკურ აქტივებს. თუმცა, ამ უკანასკნელთა შესყიდვა უნდა ხდებოდეს საბაზრო ფასებში, როცა კერძო ინვესტორების წილად მოდის იგივე რისკები, რომელსაც საჯარო ინსტიტუტები იზიარებენ.



გეგმის თანახმად, ბანკის წარუმატებელ სესხებს თავს მოუყრიან ერთ აქტივში, რომლის სეკიურიტიზაცია, ანუ აქციებად დაყოფა-გასაღება მოხდება. ფინანსური ოპერაციის მოცულობა 10 მილიარდ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, ამ გზით აპირებენ ბანკისთვის დამატებით კიდევ 3.5 მილიარდი ევროს ახალი კაპიტალის მოძიებას. თუმცა, ევროზონის ოფიციალური პირები ეჭვის თვალით უყურებენ საფინანსო ბაზრებიდან ბანკისთვის ახალი კაპიტალის შემოტანის პერსპექტივას" - ნათქვამია სტატიაში.





სტატიაში ვკითხულობთ:


"მონტე პაშის" ბანკი მსოფლიოში უძველესი გამსესხებელია, მისი ისტორია დაარსებიდან 544 წელს ითვლის. წარსულში, იგი ორჯერ იყო გაკოტრებას გადარჩენილი სახელმწიფოს მიერ. დღეს მისი აქციები თითქმის გაუფასურებულია. მხოლოდ წელს, მათი ღირებულება 75 პროცენტით დაეცა, რაც გამოწვეულია წარუმატებელი სესხების დაგროვებით- ჯამურად 50 მილიარდ ევროს რომ აღწევს იმ დროს, როცა ბანკის მთლიანი აქტივები 160 მილიარდ ევროს შეადგენს.


ცოტა ხნის წინ ჩაიშალა ტრადიციული მეთოდით ბანკის რეკაპიტალიზაციის მცდელობა, როცა ევროსასამართლომ აკრძალა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე გაკოტრების პირას მისული კერძო გამსესხებლის გადარჩენა.


ცხადია, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ პოზიციები გაუმაგრა ბრიუსელს მის დიალოგში რომთან, როცა სახელმწიფო ფინანსური თანხების გამოყენებისას, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, გარკვეულ რისკებს იზიარებენ სახელმწიფო ბონდების მფლობელებიც.


უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში საჭიროდ არ თვლიან ჭარბი სიმკაცრით ბრიუსელის რეგულირებათა შესრულებას, რამეთუ იზარალებენ მცირე ინვესტორები მთელი აქედან გამომდინარე პოლიტიკური შედეგებით. უნდა აღინიშნოს რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, იტალიელი რიგითი ინვესტორები ჯამურად 231 მილიარდი ევროს ღირებულების ძირითადსა და სუბორდინირებულ სესხებს ფლობენ ადგილობრივ ბანკებში.


ამასობაში, საფონდო ბირჟებზე ბოლო ვაჭრობის შედეგების თანახმად, იტალიის ბანკების აქციები კვლავ დაეცა. ინვესტორები სერიოზულად არიან შეშფოთებულები ჯამურად 4 ტრილიონი ევროს საბანკო სექტორის სტაბილურობით- 360 მილიარდი ევროს წარუმატებელი სესხებით რომაა დამძიმებული" - ნათქვამია გაზეთ "ფაინენშიალ თაიმსის" სტატიაში. 



„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG

„ეს არის ხელისუფლებასთან პროფესიული და კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად მიღებული დაბალანსებული შრომის კოდექსი“ - BAG
access_time2020-09-18 11:00:21
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენის წესით მხარდაჭერით პრაქტიკულად დასრულდა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში შრომითი პირობების თვისებრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებზე აყვანას და, ამავდროულად, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.   საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის შეფასებით, ასოციაცია...

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...


მსგავსი სიახლეები

up