მარიო დრაგის მთავრობამ და Intel-მა (INTC.O) აირჩიეს ქალაქი ვიგასიო ჩრდილო-აღმოსავლეთ ვენეტოს რეგიონში, როგორც მათთვის სასურველი ადგილი იტალიაში ახალი მრავალმილიარდ ევროს ჩიპების ქარხნისთვის. Intel-ის ინვესტიცია იტალიაში არის უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც გამოაცხადა აშშ-ს ჩიპების მწარმოებელმა გასულ მარტში, რათა დააბანდოს 80 მილიარდი ევრო (77,5 მილიარდი აშშ დოლარი) მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ევროპის მასშტაბით შესაძლებლობების ასამაღლებლად— აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
დაახლოებით 4,5 მილიარდი ევროს საწყისი ინვესტიციით, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება, Intel-მა განაცხადა, რომ იტალიური ქარხანა შექმნის 1500 სამუშაო ადგილს და დამატებით 3500 სამუშაო ადგილს მომწოდებლებსა და პარტნიორებში, ოპერაციები კი 2025-დან 2027 წლამდე დაიწყება.
იტალიური ქარხანა იქნება მოწინავე ნახევარგამტარების შესაფუთი ქარხანა, რომელიც გამოიყენებს ახალ ტექნოლოგიებს ფილებიდან სრული ჩიპების შესაქმნელად.
წყარო: reuters.com