IT სექტორი - საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაჩქარების შესაძლებლობა

IT სექტორი - საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაჩქარების შესაძლებლობა

access_time2022-08-01 16:58:20

IT სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწრაფად განვითარებადი დარგია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. გასულ წლებში IT სექტორმა დიდი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. 2021 წელს საქართველოს შემოსავალი საზღვარგარეთიდან IT მომსახურებაში 153 მილიონმა დოლარმა შეადგინა, რაც 2-ჯერ მეტია 2020 წელთან შედარებით (74 მილიონი დოლარი).



საქართველოში უცხოური IT კომპანიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ხელი შეუწყო საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი კლიმატის შექმნას. კერძოდ, 2020 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, IT კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო სტატუსი, სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით - მათ მიერ დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი შემცირდა და ამჟამად იბეგრება მხოლოდ 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა, რაც ადგილობრივი IT კომპანიებისთვის კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება.
„უცხოური IT კომპანიებისთვის გადასახადის 5%-მდე შემცირება მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში IT ეკონომიკის განვითარებისთვის“, - განაცხადა StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა - „აღნიშნულის მისაღწევად StrategEast-მა დიდი სამუშაო გაწია. შედეგად ქვეყანაში გაიზარდა IT სექტორში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები, კერძოდ, საქართველოში მუშაობა დაიწყო ისეთმა წამყვანმა გლობალურმა IT კომპანიებმა როგორიცაა EPAM, Exadel და სხვ. აგრეთვე, გაიხსნა Viber-ის საოპერაციო ოფისი, და სხვ. აღნიშულმა პოზიტიური გავლენა იქონია ახალგაზრდების IT განათლებისა და IT სექტორში მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობების ზრდაზე.“



მსოფლიო ბანკის კვლევის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში IT და ციფრული ბიზნეს კომპანიები შედარებით ახალია, მათი უმეტესობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოჩნდა. თუმცა, თუ IT კომპანიების რაოდენობას შევადარებთ ჩვენს რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებს, საქართველოში რეგისტრირებული IT და ციფრული კომპანიების საერთო რაოდენობა ძალზე მცირეა. მსოფლიო ბანკის 2022 წლის კვლევის მიხედვით, აღნიშნული მონაცემებით რეგიონში ბოლო ადგილზე ვართ.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ 2022 წლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული IT და ციფრული კომპანიების 47% უცხოური ინვესტიციაა, ხოლო ადგილობრივი კომპანიები მხოლოდ 13 %-ს შეადგენენ. ამის მთავარი მიზეზი კი საშემოსავლო გადასახადის არათანაბარი პირობები წარმოადგენს.




„IT ინდუსტრიას შეუძლია და უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის წამყვანი წყარო. დღეს მთელი მსოფლიო გაციფრულებულია, ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება. ვფიქრობ, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ციფრული ეკონომიკისა და IT ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს პრიორიტეტი, რომლის დიდ დაბრკოლებასაც, სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული საგადასახადო რეგულაციები და ქართული და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის არათანაბარი პირობები წარმოადგენს. თუმცა, ჩვენ ვმუშაობთ ამის გამოსწორებაზე და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა მალე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ადგილობრივი IT კომპანიების განვითარებისთვის.“ - განაცხადა ანატოლი მოტკინმა.



გარდა, საკანონმდებლო ცვლილებებისა, IT ეკონომიკის განვითარებისთვის, აუცილებელია, მოხდეს IT სექტორში განათლების ხარისხის ზრდა და სფეროში ახალგაზრდების მოზიდვა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად საქართველო ბულგარეთთან ერთად ბოლო ადგილზეა მოსახლეობის ციფრული წიგნიერებით. ქართველი ახალგაზრდების IT სექტორში ჩართულობისა და მათი ცოდნის განვითარების მიზნით, StrategEast-მა შექმნა StrategEast IT HUB, რომელიც თავდაპირველად გათვლილი იყო როგორც ფიზიკური სივრცე, სადაც ახალგაზრდები მიიღებდნენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მსოფლიო დონის IT სპეციალისტებისგან. თუმცა, კორონა ვირუსის გამო, სწავლება ონლაინ განხორციელდა. ამ დრომდე უკვე 100-მდე ახალგაზრდამ დაასრულა აღნიშნული სატრენინგო პროგრამა და დასაქმდა საერთაშორისო IT კომპანიებში, რომელთა საქართველოთი დაინტერესებაც StrategEast-მა შეუწყო ხელი. StrategEast-ის პრეზიდენტის ანატოლი მოტკინის აზრით, აღნიშნული ახალგაზრდები იქნებიან ის სპეციალისტები, ვინც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც საქართველოს IT ინდუსტრიის, ისე ქართული ეკონომიკის განვითარებაში. სექტემბრიდან StrategEast IT HUB აფართოვებს აქტივობის არეალს საქართველოს 13 რეგიონულ ცენტრში ზუგდიდიდან, გორიდან და ქუთაისიდან დაწყებული.



იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტებში ინფორმაციული მეცნიერების დაახლოება ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, მნიშვნელოვანია, მოხდეს წამყვანი IT კომპანიების ჩართულობა თანამედროვე სასწავლო პროგრამის შექმნაში დახმარება. ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნისა და განათლების გაუმჯობესებისთვის, აგრეთვე, მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს პროფესორების გადამზადება. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში უნივერსიტეტის პროფესორებს გარკვეულწილად პრაქტიკული ცოდნისა და რეალურ სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის უნარის ნაკლებლობა აქვთ. აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით, StrategEast იწყებს ახალ პროგრამას სახელმწიფო უნივერსიტეტების IT სფეროს პროფესორებისთვის. „თავად პროფესორებმა გამოთქვეს სურვილი მიიღონ StrategEast-ის პროგრამაში მონაწილეობა. აღნიშნული პროგრამა პროფესორებს ხელს შეუწყობს დაეუფლონ მეტ ინფორმაციასა და პრობლემების გადაჭრის უნარებს, რაც დაეხმარებათ მათ სტუდენტებს დაეუფლონ სამეწარმეო უნარებს და ჰქონდეთ უკეთესი დასაქმების შესაძლებლობები. - განაცხადა StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა.



IT ინდუსტრია მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, კერძოდ, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის შენარჩუნებასა და განვითარებას. COVID 19 პანდემიის პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა ნათლად აჩვენა IT სექტორის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობა. აგრეთვე, უფრო მეტად ნათელი გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის დივერსიფიკაცია, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ იყო მთლიანად დამოკიდებული სოფლის მეურნეობასა და ტურიზმზე, და IT სექტორის განვითარებით შეძლოს მიიღოს შესაბამისი წილი სარგებელი.



ლიკა მერაბიშვილი
პროექტების მენეჯერი კავკასიის რეგიონში, StrategEast

თეგები:
IT სექტორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up