IT ინდუსტრია - ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგში კადრების დეფიციტია

IT ინდუსტრია - ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგში კადრების დეფიციტია

access_time2021-06-30 10:00:19

IT ინდუსტრია მთელ მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, შესაბამისად, ყველაზე მაღალანაზღაურებად სამსახურებს მოიცავს. „კომერსანტი“ დაინტერსდა, როგორ ვითარდება დარგი საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას ეს სფერო. „UniPAY“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კობა ქურდაძე გვიყვება, რომ საქართველოში არ არის ინსტიტუციონალური მყარი საფუძვლები, რომელიც ბაზარს ადეკვატური კვალიფიკაციის სტუდენტის გამოშვების გარანტიას მისცემს. მისი თქმით, რეალურად ბაზარს ელექტრონული პროდუქტების შექმნის დიდი მოთხოვნა აქვს, იქნება ეს საიტები, პროგრამული უზრუნველყოფები თუ აპლიკაციები. ამბობს, რომ ამ მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო მასალას დეველოპერი ინტერნეტში კითხულობს, თვითნასწავლი ხდება, რის შემდეგაც გარკვეულ საკითხებს დილეტანტურად, ხოლო გარკვეულს, პროფესიონალურად წყვეტს:

 

„ბოლო წლებში საუნივერსიტეტო ბაზებზე ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები შეიქმნა და თითქოს, ნაკადი ცდილობს ბაზარს მოედოს, მაგრამ ეს კიდევ 5 წელი არ მოხდება, რადგან მათ მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვთ.  ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, როგორც ვიცი, შავი ზღვის უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს და სახვა პროგრესულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ ფაკულტეტები, სადაც საინტერესო ლექტორები ასწავლიან. მაგრამ, რეალური შესაძლებლობა, რომ სწავლა დაიწყო და დაამთავრო, რის შემდეგაც სტუდენტი პროფესიონალად ჩამოყალიბდება, მე ჯერ არ მინახავს. ძირითადი რესურსი საქართველოში თვითნასწავლი ადამიანებია, რომლებიც თვითონ საქმდებიან, თვითონ ინტერესდებიან და ინტერნეტში ძალიან ბევრ მასალას ეცნობიან“, - აცხადებს კობა ქურდაძე.

 

მისივე თქმით, 10 წელზე მეტია, რაც ფინტექ და IT მომსახურების სფეროში მუშაობს და კომპანიას პროფესიონალი კადრების მუდმივი პრობლემა აქვს. მისი თქმით, ძალიან ჭირს ისეთი კადრის მოძიება, ვისაც საკითხების ძირეული ცოდნა აქვს.

 

„კომპანიებში პროფესიონალი კადრების დეფიციტი გვაქვს. ვინც საქმე იცის, ის უცხოელ დამსაქმებელს მიჰყავს, ან ეს უცხოური კომპანია ბაზარზე შემოდის, რომელთა შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად, სახელფასო განაკვეთით ამ კადრებს ვეღარ იჭერ. ჩავთვალოთ, რომ ქვეყნის შიგნით განვითარება არ არის, პროექტების მასშტაბები პატარაა. მხოლოდ მსხვილ ფინანსურს ინსტიტუტებს აქვთ საშუალება დიდი რესურსის დეველოპერები ან აიტი მენეჯერები აიყვანონ. მცირე ზომის კომპანიებში კადრების აყვანის, დასაქმების ან სტაჟირების ფაქტები არ შეინიშნება“, - ამბობს კობა ქურდაძე.

 


კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში აპლიკაციის შექმნა რომ გინდოდეთ, საჭირო რესურს ვერ ნახავთ. მისი თქმით, ბაზარზე იპოვით დილეტანტს, რომელიც საქმეს ვერ გააკეთებს, გააფუჭებს ან  პროცესში რაღაცებს თვითონ ისწავლის, რა დროსაც კომპანია შედეგს ვერ ღებულობს და ბიზნეს მოდელიც იშლება. „UniPAY“-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ უცხოელ დეველოპერს დაიქირავებ, ანაზღაურება დოლარში ან ევროში უნდა გადაიხადო, სამუშაო საათის ღირებულება კი 35- დან 70 დოლარამდე მერყეობს. კობა ქურდაძე აცხადებს, რომ საბოლოოდ ნებისმიერი დამწყები ბიზნესი, რომელსაც პროდუქტის შექმნას უნდა, საქმიანობა აღარ უღირს და ბაზარზე ახალი პროდუქტი არ ჩნდება.

 

„ადგილობრივ ბაზარზე დეველოპერების რესურსი იაფია. თუ უკრაინის ან ბელარუსის მაგალითს ავიღებთ, სადაც ძალიან ბევრი პროფესიონალი დეველოპერია მათი დაქირავება კომპანიას უცხოურ ვალუტაში უწევს. როდესაც საქართველოში ჩამოდის დოლართან მიმართებით იმდენად გაუფასურებულია ლარი, რომ, ფაქტობრივად, იქ 10 დეველოპერს რაც უნდა გადაუხადოს, აქ 20-30 დეველოპერს გადაუხდის. ადგილობრივი კომპანიები, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შემოსავალი ლარში აქვთ, ამ დისბალანსს ვერ ეწევიან, სწორედ ამიტომ, ქართული კომპანია კადრს დიდი ხნით რთულად ინარჩუნებს, ძირითადად დეველოპერების უცხოური კომპანიებში გადინება ხდება. როდესაც დეველოპერის რესურსი ფასეულია, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ადგილობრივ ბაზარზე ვერ პოულობს ისეთ პროექტებს, რომელიც მის ინტერესს დააკმაყოფილებს. იგი უცხოურ ბაზარზე დიდ გამოწვევებს ეძებს, სადაც CV- ს აგზავნის. ბევრი მაგალითია იმისა, რომ ქართველი სპეციალისტები „google“-ში „amazon“-სა და სხვა დიდ კომპანიებში მუშაობენ, რა თქმა უნდა ეს ადამიანები საქართველოში აღარ დაბრუნდებიან“, - აცხადებს „UniPAY“-ის დამფუძნებელი.

 

კობა ქურდაძე ამბობს, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სტარტაპერებს მხარს მუდმივად უჭერს და ბაზარზე შესაძლებლობებს აჩენენ. თუმცა, ის, რომ საქართველოში IT კომპანიებს ჰქონდეთ კარგი სამუშაო გარემო, საკანონმდებლო და გადასახადების კუთხით, მისი თქმით, ესეთი არ არსებობს:

 

„ძალიან მაგარი იქნებოდა, სახელმწიფომ რომ IT კომპანიებს საშუალება მისცეს, არ დაიბეგროს, განივითაროს რესურსი, მისცეს შესაძლებლობა ხელფასი გადაუხადოს, რაც შემდეგ რესურსს მოიზიდავს, სხვას დააინტერესებს, ისწავლის, შენთან მოვა სტაჟირებას გაივლის და ა.შ. ახლა ყველა კომპანია იმას ცდილობს, როგორ დაზოგოს და აიყვანოს მაქსიმუმ 2 კადრი, რომელსაც ყველაფერს გაკეთებინებს და დიდხანს შეინარჩუნებს“, - განაცხადა კობა ქურდაძემ.


2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up