ისტორიული მოვლენა - რუსული გაზი სომხეთში აზერბაიჯანის გავლით მიდის

ისტორიული მოვლენა - რუსული გაზი სომხეთში აზერბაიჯანის გავლით მიდის

access_time2021-03-19 20:00:55

სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, ვინმეს რომ წარმოედგინა, რომ რუსული გაზი სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიით წავიდოდა - სასაცილოდ აიგდებდნენ.

 

ეს ხომ ის დრო იყო, როდესაც ერევანში შემთხვევით მოხვედრილი აზერბაიჯანული საქონელი აღშფოთების ტალღას გამოიწვევდა. ისევე როგორ აზერბაიჯანში სომხური კონიაკის შემთხვევით აღმოჩენილი ბოთლი დიდი სკანდალის მიზეზი გახდებოდა.

 

დღეს კი მილიონობით კუბური მეტრი გაზი სომხეთში სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიედინება.

 

საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა - მილსადენი „ჩრდილოეთ კავკასია - ამიერკავკასია“ გეგმური შეკეთების გამო გაჩერებულია. დიახ, ნებისმიერი გაზსადენი პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს, რა დროსაც ის  მუშაობას წყვეტს. მეტიც, მუშა მდგომარეობაში მყოფი გაზსადენის მცირე, მიმდინარე რემონტის დროსაც კი შესაძლოა აფეთქება მოხდეს, ამიტომ ამ დროს  ის უნდა გაჩერდეს.

 

რუსეთი სომხეთისთვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელია, და გაზის ტრანსპორტირების ერთადერთი მარშრუტი საქართველოზე გადის. ეს ცუდია - რაოდენ სანდოც არ უნდა იყოს პარტნიორი, და რაოდენ კარგ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს მილსადენი. ერთ მარშრუტზე დამოკიდებულება ყოველთვის რისკის შემცველია.

 

ისტორიული მოვლენები ხშირად დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება, ზოგჯერ კი - სრულიად შეუმჩნევლად, ჩუმად და რუტინულად. 


 

«Газпром экспорт»-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ რუსული გაზის სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლის მიწოდებასთან დაკავშირებით მოკლევადიანი შეთანხმება გააფორმეს. გეგმიური სარემონტო სამუშაოების დროს 3 კვირის მანძილზე გაზი რუსეთიდან სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიეწოდება“ - ნათქვამია «Газпром экспорт»-ის განცხადებაში.

 

როგორი იქნება ამ ფაქტზე სომხური საზოგადოების რეაგირება? პირველად 30 წლის შემდეგ სომხეთი და აზერბაიჯანი ასეთ რთულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხში თანამშრომლობენ.

 

ალბათ აღშფოთებაც იქნება - ძირითადად პოლიტიკურ წრეებში და სოციალურ ქსელებში- „რუსეთმა ისევ გვიღალატა და სტრატეგიული რესურსის მიწოდება ჩვენს მტერს მიანდო!“.

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც, როგორც იტყვიან, „მაცივარი ტელევიზორზე იმარჯვებს“ - არც ერთი სომეხი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაზზე უარს არ იტყვის.

 

მეტიც - ეს ყველაზე ძლიერი და მყარი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ სომხეთის მომავალი არა ერევანშზე ფიქრში, არამედ ნორმალური ცხოვრების დაბრუნებასთან, რეგიონულ პროექტებთან მიერთებასთან, და კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდენასთანაა დაკავშირებული.

 


ის რაც მოხდა - კავკასიაში დიდი მშვიდობის პირველი მერცხალია.

 

 

Haqqin.az

 

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up