ისტორიული ძეგლის თანამედროვე სიცოცხლე - თბილისს ახალი აპარტამენტები შეემატება

ისტორიული ძეგლის თანამედროვე სიცოცხლე - თბილისს ახალი აპარტამენტები შეემატება

access_time2021-10-29 13:00:36

2022 წელს თბილისს კიდევ ერთი, განსაკუთრებული ვიზუალის მქონე განთავსების ობიექტი შეემატება. ქალაქის ისტორიულ ნაწილში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ, თანამედროვე სიცოცხლეს შეიძენს. პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ ლარია, „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორი დავით გელბახიანი გვიყვება, რომ ესკიზი დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია. მისი თქმით, ეს იქნება პროექტი, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს შეერწყმება. იგი გვიყვება, რომ ძველ შენობაში ბარი, რესტორანი და საგამოფენო სივრცე განთავდება, ხოლო ახალ, ადაპტირებულ ნაწილში, 10 აპარტამენტი მოწყობა.


 




„პირველ რიგში ჩვენ ძეგლის პირვანდელი სახე უნდა აღვადგინოთ, რადგან თავიდან შენობა ორსართულიანი იყო, მესამე სართულის დაშენება მოგვიანებით, 2011 წელს მოხდა. შესაბამისად, ძეგლთა დაცვის საბჭო მიიჩნევდა, რომ ეს იყო „ყალბი“ დაშენება, ვინაიდან ნაგებობას არ ეტყობოდა რომელ პერიოდში იყო აშენებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, მოგვეხსნა დაშენება, რომელიც უღიმღამო იყო და ჩაგვენაცვლებინა „მართალი“ არქიტექტურით, ანუ ჩანდეს, თუ რომელ ეპოქაში მოხდა დაშენება. ამის შემდეგ შენობას ორი ახალი სართული დაედგმება, რომელიც შემინული იქნება. ვფიქრობთ, რომ დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური შენობა მოეწყობა, სადაც მაღალი დონის 10 აპარტამენტის განთავსება იგეგმება. ხოლო, პირველ სართულზე მოწყობა  ბარი, რესტორანი და საგამოფენო სივრცე, რომელიც მულტიფუნქციური იქნება“, - განაცხადა დავით გელბახიანმა.

 






აღსანიშნავია, რომ პროექტს თან ახლავს ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც არქიტექტორმა ალა პროზოროვამ მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ ბოლო, საპროექტო სართულის „თანამედროვე“ არქიტექტურულ-სტილისტურ გადაწყვეტას მხილველი შეცდომაში არ შეჰყავს, რითაც შენობა-ძეგლის კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებას და პრესტიჟს ამაღლებს.

 


დავით გელბახიანი გვიყვება, რომ სტუმრებს 2022 წლის სექტემბრიდან მიიღებენ. მისი თქმით, ობიექტი პრემიალური კლასის იქნება, რომელსაც „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ მართავს. ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.



ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up