ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

access_time2016-06-04 17:30:39

ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით,ცოტა ხნის წინ დასრულდა ვარძია-ხერთვისის მიდამოების გენერალური დაგეგმარება, რათა შენარჩუნდეს ტერიტორიის ავთენტურობა, ისტორიული იერსახე, შეინახოს მომავალი თაობებისთვის და მსოფლიოსთვის, ქართული ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ, მეტი გახდეს ცნობილი.
"რამდენიმე დღის წინ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახლდით ბორდოში, სადაც გაიხსნა ღვინის ცივილიზაციის მუზეუმი. საფრანგეთის პრეზიდენტი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო არის ღვინის ცივილიზაციის აკვანი. ეს არის უდიდესი მიღწევა. გამოვიდა ასევე ბორდოს მერი ალან ჟუპე და მანაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ ეს არის უკვე საყოველთაოდ ცნობილი აღიარებული ფაქტი. ეს არის უდიდესი მიღწევა და როდესაც ვუყურებთ ამ ოთხდონიან საწნახელს, მართლაც, გული სიამაყით გვევსება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და თანამშრომლობისთვის "თი ბი სი" ჯგუფს - მამუკა ხაზარაძეს, "ქართულ სახლს" - გია აბულაძეს და "ჯეოგრაფიკს" მადლობა გადაუხადა.

 


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ემოციებთან და მომავლის სურვილებთან ერთად, მნიშვნელოვანია პროექტის დასრულების ვადები, რომელზე მსჯელობისთვისაც, სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში შეიკრიბება.


 


"ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მაგალითი და ჩვენ არაერთ ასეთ თანამშრომლობას ვგეგმავთ. ბევრი პროექტი ყალიბდება დღეს - რაჭის განვითარების პროექტი, რომელიც შაორის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ეხება, გვინდა მთა-თუშეთის აღორძინების ძალიან მასშტაბური პროექტის დაწყება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც სტრატეგიული, ისე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და შენახვის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის კონკრეტული გეგმები, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად, მიზანდასახულად განვახორციელებთ და, რა თქმა უნდა, ამაში კერძო სექტორის თანადგომის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს იქნება უნიკალური სოფელი, რომელიც აღდგება და მძივივით აიკინძება ვარძიის კომპლექსის გარშემო , როგორც ხიზავაბრას ვენახები, არაერთი ციხესიმაგრე, ჭაჭკარი, სარო და ა.შ. თითოეული ეს მძივი იქნება მარგალიტივით იქნება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის იმ ძალიან მდიდარ ჯაჭვში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც უნიკალურ კომპლექსს "დაჰკანკალებენ და ინახავენ" და იმედი გამოთქვა, რომ კომპლექსი რეგიონისთვის არაერთი სიხარულის მომტანი იქნება.

 


სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, "თიბისი ფონდისა" და კავშირი „ქართული სახლის" ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. სოფელი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50-მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.



სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up