ისტორიაში პირველად, ახალმა პრეპარატმა ალცჰაიმერის პროგრესირება შეანელა

ისტორიაში პირველად, ახალმა პრეპარატმა ალცჰაიმერის პროგრესირება შეანელა

access_time2022-10-02 15:30:24

იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Eisai მიერ მასაჩუსეტსში დაფუძნებულ Biogen-თან ერთად შექმნილმა პრეპარატმა „ლაკანემაბმა ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესირება შეანელა. ეს პირველი მედიკამენტია, რომელმაც მასშტაბური კლინიკური ცდის საბოლოო ფაზაში მსგავსი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას interestingengineering.com ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, Eisai-ს კვლევა აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიასა და ევროპაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 795 ადამიანმა მიიღო, რომელსაც დაავადების გამო კოგნიტიური პრობლემები სუსტი ფორმით აღენიშნებოდა და ამილოიდური დანალექებიც უფიქსირდებოდა. მათ ერთ ნაწილს „ლაკანებამი 18 თვის განმავლობაში 2 კვირაში ერთხელ ეძლეოდა, სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 10 მილიგრამი. მეორე ნაწილი კონტროლ ჯგუფი იყო და პლაცებოს იღებდა.


შედეგად, თერაპიამ პირველ ჯგუფში დაავადების პროგრესირება 25 პროცენტით შეანელა, რაც იმასაც ადასტურებს, რომ ალცჰაიმერის განვითარებაში ამილოიდებს მნიშვნელოვანი როლი აქვს. აღსანიშნავია, რომ პაციენტებში მწვავე გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდა, როგორიცაა ტვინის შეშუპება და სისხლდენა.



აშშ-ში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ პრეპარატის გამოყენების ნებართვის გაცემისთვის პროცესის დაჩქარება უკვე განიხილება. კომპანიები FDA-სგან დასტურის მიღებას 2023 წლის მარტამდე ელიან.


წყარო: primetime.ge




თეგები:
ალცჰაიმერი



„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up