ისთ ფოინთი:ვიმედოვნებთ,10 დღეში მაინც მოგვცემენ გახსნის უფლებას

ისთ ფოინთი:ვიმედოვნებთ,10 დღეში მაინც მოგვცემენ გახსნის უფლებას

access_time2020-05-26 16:00:37

სავაჭრო ცენტრების გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ ისევ უცნობია. მოლები მოლოდინის რეჟიმში არიან. როგორც „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი განმარტავს, არსებული მოთხოვნების შესასრულებლად სრულად მზად არიან, თუმცა გახსნის საშუალება მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ამ დრომდე არ ეძლევათ.


„გახსნის პირველი მოლოდინი 11 მაისს გვქონდა, როდესაც ქალაქის მასშტაბით ისეთი მაღაზიები გაიხსნა, რომელთაც ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ. „ისთ ფოინთში“ მდებარე მაღაზიების უმეტესობას სწორედ რომ აქვს ასეთი დამოუკიდებელი გასასვლელი, თუმცა, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენდა გაუგებარი მიზეზების გამო მივიღეთ ინსტრუქცია და დავალება, რომ არ უნდა გავხსნილიყავით. ახსნა-განმარტება არ ყოფილა და მიზეზები ჩვენთვის დღემდე გაუგებარია. ასევე ვაკვირდებით, რომ თავდაპირველად წარდგენილი ეკონომიკის გახსნის ეტაპები იცვლება. ყველა ამ გათვლით ვფიქრობდით, რომ 25 მაისს მაინც შევძლებდით გახსნას, თუმცა ისევ მივიღეთ მითითება, რომ ამის უფლება არ გვაქვს. შესაბამისი უწყებების მხრიდან ახსნა-განმარტება ასეთია, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდებიან და იმისთვის, რომ გახსნა უფრო მდგრადი იყოს, დროში ისევ გადადეს. ვიმედოვნებთ, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მაინც მოგვცემენ გახსნის ნებას“,- აღნიშნავს თეიკო ლომინაძე.


მისივე თქმით, „ისთ ფოინთი“ სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სამუშაო დოკუმენტშია მოცემული.



„ბოლო სამი კვირაა სავაჭრო ცენტრებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ბიზნესომბუდსმენის დახმარებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. შეიქმნა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. იქ ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი და მოცემულია, როგორ უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები. დოკუმენტის არსებობიდან დაახლოებით 4 დღეში ჩვენ გახსნისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყავით. ჩვენი მხრიდან რაიმე ბარიერი არ არსებობს. იმ შემუშავებულ დოკუმენტში არაფერი ისეთი რთული არ არის. უბრალოდ დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზაციაა საჭირო“,- აცხადებს სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის დირექტორი.


„ბიზნესპარტნიორი“



თეგები:
ისთ ფოინთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up