ისრაელთან დროებითი დასაქმების პროგრამა გრძელდება, მაგრამ წასვლის შანსი თითქმის არავის აქვს

ისრაელთან დროებითი დასაქმების პროგრამა გრძელდება, მაგრამ წასვლის შანსი თითქმის არავის აქვს

access_time2021-10-28 15:00:18

საზღვარგარეთ სეზონური დასაქმების პროგრამა გრძელდება. ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ქართველებს გერმანიის შემდეგ, ბულგარეთშიც ექნებათ. ძალაშია ასევე ისრაელთან დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე. დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, რომლის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ისრაელი აუცილებლად უნდა დატოვოს.

 


პროგრამა 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა. თუმცა დღემდე ვერ შეირჩა კანდიდატი, რომელიც ისრაელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოდ წასვლის მიზნით სამინისტროში 125 განაცხადია შესული, მაგრამ აპლიკანტებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

 


ამის მიზეზი, როგორც ექიმთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს,  უკავშირდება არა  კვალიფიკაციას, არამედ კრიტიკულ მოთხოვნას, რასაც ისრაელის მხარე სამუშაოს მსურველებს უწესებს.

 


,,ისრაელის მიერ გამოცხადებული ვაკანსია ძირითადად ექთნის კადრს შეეხება. მსურველი მაინც და მაინც ბევრი არ არის, მაგრამ რეალურად ისრაელში გამგზავრება და  დასაქმება ვერავინ მოახერხა.  არანაირად არ ვფიქრობ, რომ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემაა. თვითონ ისრაელის მხრიდან არის კრიტიკული მოთხოვნა, რასაც რასაც ისინი სამუშაოს მაძიებლებს უწესებენ. ამის გამო ქვეყანაში შესვლა პრობლემატურია. მართალია, უვიზო რეჟიმი გვაქვს ისრაელთან, მაგრამ მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში შესვლა რა დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ანალოგიური პრობლემის წინ ცოტა ხნის წინ თვითონ აღმოვჩნდი. მე და ჩემი პაციენტი ჩასული ვიყავით ისრაელში და მთელი თვითმფრინავი გამოუშვეს უკან, მე, როგორც ექიმი, პაციენტის თანმხლები პირი, შემიშვეს. ექიმები მეტნაკლებად ვახერხებთ ისრაელში გამგზავრებას, სხვა კადრებს უფრო მეტად უჭირთ“, - ამბობს ირაკლი ამირანაშვილი ,,კომერსანტთან“.

 


მისივე შეფასებით, გარდა იმისა, რომ ისრაელში დასაქმება ჩვენი მოქალაქეებისთვის ფინანსურად მისაღებია, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, რასაც ისინი ერთწლიანი მუშაობის პერიოდში მიიღებენ. 




,,ქართველი მუშახელისთვის, რომელმაც დამხმარე მუშაკის ფუნქცია უნდა შეითავსოს, ისრაელში დასაქმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, თუკი კლინიკებში მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. რაც არ უნდა იყოს, ფინანსურად მომგებიანი შემოთავაზებაა, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც ექნებათ. ალბათ, რამდენიმე ადამიანს მაინც მიეცემა ამის შანსი, რაც ძალიან კარგი მაგალითია მედპერსონალისთვის, განსაკუთრებით მედდის პროფესიის მქონეთათვის, თუკი მოთხოვნილ  კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. რაც არ უნდა იყოს, ეს არის შრომის კულტურის მქონე ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობაც მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოსთვის, -  ამბობს ირაკლი ამირანაშვილი.



ოფიციალური მონაცემით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ისრაელში დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


განათლება: მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული; უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;


ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 25-დან 45 წლამდე; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლეობის არმქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;


გარდა ამისა, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;


კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. (აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით). 


 

რაც შეეხება დასაქმებას ბულგარეთში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, მხარეებს შორის დოკუმენტი ხელმოწერილია და ამ ეტაპზე საოპერაციო ხელშეკრულებების შეთანხმება მიმდინარეობს, რომელსაც ხელი სავარაუდოდ დეკემბერში მოეწერება.



ამასთან,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, გერმანიაში დასაქმების პროგრამა ხარვეზებით წარიმართა, თუმცა პროცესი იხვეწება, რათა მოქალაქეებმა სამუშაოდ წასვლა უპრობლემოდ შეძლონ.



რაც შეეხება საფრანგეთთან ხელმოწერილ შეთანხმებას, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ხელშეკრულება ქმედითი გახდეს.

 

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up