ისრაელთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შესაძლოა აგვისტოდან განახლდეს. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია წერს. მისივე თქმით, ისრაელის ტურიზმისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრები ონლაინ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთად ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე იმუშავებენ.
“მქონდა პატივი, დაგვეგეგმა და მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების ვიდეო შეხვედრაში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს აგვისტოში იქნება,”-წერს ჟვანია.