ადამიანებს, ვისაც აწუხებს პირველი ტიპის დიაბეტი, მუდმივად უწევთ სისხლში შაქრის დონის გადამოწმება და ინსულინის ნემსების კეთება. ისრაელური ბიოსამედიცინო კომპანია აცხადებს, რომ სულ მალე ეს არ იქნება საჭირო - სპეციალური იმპლანტის წყალობით.
კომპანია Beta-O2 Technologies-მა დაამუშავა სპეციალური მოწყობილობა - ბიოხელოვნური კუჭქვეშა ჯირკვალი - ßAir.
ტიტანიდან დამზადებულ 64-მილიმერტიან აპარატში მოთავსებულია მიკროკაფსულა პანკრეასის ცოცხალი უჯრედებით. მათ იღებენ ან ადამიანი-დონორებისგან, ან ღორებისგან, ან ხელოვნურად ქმნიან პაციენტის ღეროვენი უჯრედებისგან.
მოწყობილობას ასევე მოჰყვება გარე ჟანგბადის ავზი, რომელიც უნდა აივსოს ჟანგბადით კვირაში ერთხელ.
კანის ქვეშ ჩანერგვის შემდეგ ßAir მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს გლუკოზის დონეს, საჭიროების შემთხვევაში პანკრეასის უჯრედები ამუშავებენ და აწვდიან ორგანიზმს ინსულინს.
მოწყობილობის მთავარი თავისებურებაა ჟანგბადის მარაგი.
წინა ექსპერიმენტებმა ხელოვნურ ჯირკვალთან დაანახეს მეცნიერებს, რომ ჟანგბადის შეზღუდული რაოდენობის გამო, პაციენტების უჯრედები კარგავენ სიცოცხლისუნარიანობას. ახალ აპარატს არ ექნება ეს პრობლემა - ის ადვილი დასატენია, და ერთი დატენვა საკმარისია 1 კვირის მანძილზე შეუფერხებელი მუშაობისთვის.
თანაც, იმპლანტის დაყენება არ მოითხოვს არანაირ იმუნოთერაპიას, რომელიც, როგორც წესი აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმმა მიიღოს იმპლანტი. გარდა ამისა მოწყობილობა მარტივი ამოსაღებია სხეულიდან საჭიროების შემთხვევაში.
ამ ეტაპზე არ დაწყებულა ßAir-ს სერიული წარმოება, რადგანაც აპარატი გადის ცდებს. ის უკვე შეამოწმებს 4 პაციენტზე შვედეთიდან, რომლებმაც ატარეს იმპლანტი 10 თვე - ტესტირებამ ვერ გამოავლინა ვერანაირი გვერდითი ეფექტები, და უჯრედები მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოქმედებდნენ შეუფერხებლად.
ამჟამად დაიწყო მოწყობილობის მეორე თაობის ცდები ვირთხებზე, რომლებიც სადღეისოდ აჩვენებენ კარგ შედეგებს. კლინიკური ცდები ადამიანებზე დაგეგმილია 2020 წელს.
ყველა ტესტირების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ახალი იმპლანტი გამოვა ბაზარზე და იქნება ხელმისაწვდომი ყველა ავადმყოფისთვის.
პარალელურ შტატებში მეცნიერები ქმნიან მოწყობილობას Control-IQ, რომელიც ებრძვის დიაბეტს ჩვეულებრივ ინსულინის პომპაზე ეფექტურად - ის აკონტროლებს გლუკოზის დონეს სისხლში და საჭიროების შემთხვევაში აწვდის მას ინსულინს.
ეს აპარატიც სადღეისოდ იმყოფება ტესტირების სტადიაზე.
stmegi.com