ისრაელში შექმნეს ნივთიერება, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება შეუძლია

ისრაელში შექმნეს ნივთიერება, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება შეუძლია

access_time2023-01-27 18:30:36

ისრაელის მეცნიერებმა შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განადგურება შეუძლია.  ამის შესახებ ბენ-გურიონის უნივერსიტეტი იტყობინება.



ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები მთელ მსოფლიოში მეცნიერების სულ უფრო და უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი ტრადიციულ აბტიმიკრობულ თერაპიას ეფექტიანობას უკარგავენ. ამ თერაპიის გარეშე კი ჭრილობებისა და მთელი რიგი ინფექციური დაავადებების მკურნალობა ძალიან პრობლემატურია და შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს.



შოშანა არადმა და მისმა კოლეგებმა ახალი შენაერთი მეტალისა და პოლისაქარიდისგან შექმნეს, რომელიც ბაქტერიებში ღრმად აღწევს და კლავს მათ.




ახალი ხსნარის სერიული წარმოება ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით დაიწყება. გამოგონების ავტორებმა უკვე შეიტანეს განაცხადი პატენტის მიღებაზე, რადგან ამ ტექნოლოგიაზე ძალიან მაღალ მოთხოვნას ელოდებიან.



ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალურ გამოწვევად სახელდება, რომელმაც გადალახა საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე.



თემა საქართველოშიც აქტუალურია, განსაკუთრებით – ჰოსპიტალური ინფექციების მხრივ არსებული ვითარების გამო, რის ერთერთ მთავარ მიზეზადაც ანტიბიოტიკების არაადეკვატური მოხმარება და მათ მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობა სახელდება. ექსპერტების თქმით, ჰოსპიტლებში ინფექციების შიდა გავრცელების ერთერთი ფაქტორი ისაა, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების შედეგად მათ მიმართ მოსახლეობაში ჩამოყალიბებულია რეზისტენტობა – ანუ მდგომარეობა, როდესაც ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს და ინფექციას ვერ ერევა.



jandacva.ge




ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი

ბოლო 12 თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი თავად გახდა ფასების ზრდის მიზეზი, მაშინ როდესაც ის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ფასების მოთოკვის - რამაზ გერლიანი
access_time2023-03-25 00:40:50
რა ეკონომიკური ტენდენციები იკვეთება წელს და რა მოლოდინებია ინვესტიციებისა თუ ინფლაციის თვალსაზრისით. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. „ინფლაციის ტემპი მცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასთა ზრდა არის შეჩერებული, უბრალოდ მისი პროცენტული მაჩვენებელი...

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია - სალომე ზურაბიშვილი
access_time2023-03-24 22:30:13
საქართველოს პრეზიდენტი დიანა ტრაპაიძისთვის მიცემულ ექსკლუზურ იტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილ პრემიერს აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე: „ოლიგარქი არის ამ გაგებით რომ ფული აქვს და მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ, სად მიიღება...

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია

სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები - კომერსანტის ხელოვნური ინტელექტის სტატია
access_time2023-03-24 22:00:03
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სოციალური მედია  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.   ყველა ასაკისა და პროფესიის მილიონობით ადამიანი  სხვადასხვა პლატფორმებს მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან დასაკავშირებლად იყენებს. დღეს თითქმის წარმოუდგენელია ისეთი ბიზნესი ან კომპანია, რომელიც  საკუთარ საქმიანობაშ სოციალური ქსელებს არ იყენებს.   სოციალურმა ქსელებმა ჩვენს კომუნიკაციაში რევოლუცია მოახდინა, თუმცა ასევე გაჩნდა სერიოზული შფოთვა მისი გავლენების...

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება

Credit Suisse გაიყიდა – რა ხდება ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში ედავება
access_time2023-03-24 19:00:40
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები — ამ სათაურით აქვეყნებს „ტაბულა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის შესახებ სტატიას, რომლის ნაწილსაც „კომერსანტი“ გთავაზობთ: შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სამ იურისდიქციაში, შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდაში ედავება, გაიყიდა. Credit Suisse უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა შვეიცარიის მთავრობის ჩართულობით იყიდა. ბოლო...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების საკანონმდებლო რეგულირების შემოღების საკითხი განიხილეს
access_time2023-03-24 17:25:08
ელექტრული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხდომაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მიიღო მონაწილეობა.   როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ელექტრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოებისას და ელექტრომოწყობილობების მონტაჟისას, გადაუდებელ გადაჭრას საჭიროებს. მისი...


მსგავსი სიახლეები

up