ისრაელში პანდემია ბრუნდება

ისრაელში პანდემია ბრუნდება

access_time2021-07-18 18:00:45

ვაქცინაციით მსოფლიო ჩემპიონ-ქვეყანაში ყველა შეზღუდვა უკვე მოიხსნა, მაგრამ დაავადებულთა რაოდენობა ისრაელში ბოლო კვირების მანძილზე ისევ სწრაფად იზრდება

 

მთავრობა „დელტა-ვირუსით“ გამოწვეული დილემის გადაწყვეტის გზას და შექმნილ ვითარებაში დამნაშავეებს ეძებს.

 

ერთ-ერთი ულტრარადიკალური პარტიის ლიდერი მოშე გაფნი ამაში მხოლოდ ღმერთის სასჯელს ხედავს - მისი აზრით, ახალი მთავრობა დაისაჯა იმის გამო, რომ „ღვთისმოშიში პარტიები გარეთ დატოვა“.

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეტანიაჰუ კი მიიჩნევს, რომ პანდემიის მიზეზი ახალი მთავრობის არაქმედითუნარიანობა გახდა. ახალი პრემიერი კი, რომელმაც ძალაუფლება 1 თვის წინ ჩაიბარა, ყველაფერს წინა ხელისუფლების შეცდომებს აბრალებს.

 

მთავრობის მეთაური ნაფტალი ბენეტი, რომელიც აქამდე კორონავირუსის საკითხებში ექსპერტად ხშირად გამოდიოდა, პანდემიის ახალ აფეთქებას „რბილი ძალის“ გამოყენებით ებრძვის. კერძოდ, საუბარია მეთოდებზე, რომლებიც დაინფიცირებას შეამცირებს ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს.

 


მას რადიკალური ზომების მიღება არ სურს. თავის სტრატეგიაში ის „გარკვეულ რისკზე“ და „აუცილებელ ბალანსზე“ საუბრობს. ის აქცენტს არა დაინფიცირების, არამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელზე აკეთებს - აქ კი საქმე შედარებით კარგადაა. 4600 ახალ დაინფიცირებულზე 45 გარდაცვლილი მოდის, ეს კი წინა პერიოდებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

 

ეს წარმატებული ვაქცინაციით აიხსნება - ისრაელის 9 მილიონი მოქალაქიდან 5,2 მლნ უკვე ორჯერადად აიცრა, 500 000-მა ერთჯერადი ვაქცინაცია გაიარა. ივნისიდან ქვეყანაში ბავშვების აცრა დაიწყო.

 

თანაც, ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მესამე დოზით აცრაც დაიწყეს - ძირითადად, ეს სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ეხება.

 

თუმცა, ვაქცინაციასთან ერთად ისრაელში, ასევე, შეზღუდვების შემოღების საკითხიც განიხილება.

 

პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ისრაელის საზღვრების ტურისტებისთვის გახსნა 1–ელ აგვისტომდე გადაიდო - თანაც ეს ვაქცინირებულ უცხოელებს ეხება.

 

ამ დროისთვის საზღვრების გახსნის ვადის 1–ელ სექტემბრამდე გადატანის შესაძლებლობა განიხილება.

 

sueddeutsche.de





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up