ისრაელმა ქართველი მშენებლების დასაქმების მიზნით შესაძლოა კვოტები გამოყოს

ისრაელმა ქართველი მშენებლების დასაქმების მიზნით შესაძლოა კვოტები გამოყოს

access_time2016-03-31 10:46:50

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, თბილისს ისრაელიდან 22-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან ისრაელის ქნესეთის წევრები, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის, “ლიკუდის” ხელმძღვანელი პირები, ქნესეთის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელი, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის მერიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინფორმაციით, დელეგაცია დღეს პირველ შეხვედრას თბილისში, ისრაელის სახლში გამართავს, სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე სტუმრებს ისრაელის სახლის საქმიანობას გააცნობს და დელეგაციის წევრ ოფიციალურ პირებს მიმართავს ბიზნეს პალატის ინიციატივით, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ქართველ მშენებლებს გამოეყოთ სპეციალური კვოტა, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდეს მათი ოფიციალურად დასაქმება. ვინაიდან ამჟამად სხვადასხვა შუამავლების წყალობით, ქართველ მშენებლებს ისრაელში სამუშაოდ წასვლა, თანაც არალეგალურად, სოლიდური თანხა უჯდებათ. როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, თუ ისრაელი საქართველოს გამოუყოფს 500-კაციან კვოტას, ეს ქართული ოჯახებისთვის სერიოზული ფინანსური წყარო იქნება, ხოლო საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს 500 მაღალკვალიფიციურ მშენებელს. 


ამ ინიციატივას იციკ მოშე გააცნობს საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, დაგეგმილია მისი და ისრაელის დელეგაციის შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, სადაც საუბარი შეეხება აგრეთვე ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. შეხვედრა გაიმართება აგრეთვე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. ისრაელის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა თბილისის ცენტრში ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსს“, როგორც ისრაელური ინვესტიციის სიმბოლოს. 


 

სტუმრებს დაგეგმილი აქვთ თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა. დელეგაცია საქართველოს 2 აპრილს დატოვებს.


ghn.ge-ს ინფორმაცია



ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up