ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

access_time2021-05-12 21:00:37

ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.


ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე, მასირებულ ხასიათს ატარებდა (36 ერთეული რაკეტა), ისრაელის პოლიციისა და შეირაღებული ძალების ზუსტი კონტრ-ზომების გამო მსხვერპლი არ მოჰყოლია.


დაბომბვებს, თითქმის მთელი თვის განმავლობაში - რამადანის დასაწყისიდან, წინ უძღოდა ისრაელის მოქალაქე არაბების ხმაურიანი და აგრესიული მსვლელობები ღამ-ღამობით იერუსალიმსა და იაფეში.


რეგიონის მკვლევარებმა და ექსპერტებმა იმთავითვე მიანიშნიეს ხმაურიანი არეულობებისა და პალესტინის პარლამენტის მოსალოდნელი არჩევნების შესაძლო კავშირზე. როგორც ცნობილია, 15 წლის შემდეგ, პალესტინაში პირველად იმართება არჩევნები. ღაზის სექტორის, ასევე, იუდეისა და სამარიის არაბ მოსახლეობას 15 წლის განმავლობაში პირველად ეძლევა ხმის მიცემის შესაძლებლობა.


წინასწარი კვლევებით, არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი არა მხოლოდ ღაზას სექტორში, არამედ, დანარჩენ ტერიტორიებზეც „ჰამსასს“ ჰქონდა.



ბუნებრივია, ასეთი პერსპექტივა მიუღებელი გახლდათ, როგორც ისრელისათვის, ასევე, მაჰმუდ აბასისთვისაც და ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ იერუსალიმსა და იაფეში დააწყებული ხმაურიანი გამოსვლები ემსახურებოდა არჩევნების გადატანის იდეას, რომელსაც შემდგომ პალესტინის ხელისუფლება ისრაელის სახელმწიფოს დააბრალებდა. ისრაელი კი ამით თავიდან აიცილებდა „ჰამასის“ პალესტინის ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხეს.


„ჰამასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შიშით, მაჰმუდ აბასიის მიერ 22 მაისს დანიშნული არჩევნების გადატანამ იუდეასა და სამარიაში რადიკალური ჯგუფების დიდი პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ „ ჰამასის“ მიერ 11 მაისს ისრაელზე განხორციელებული მასირებული შეტევა გათვლილია მხოლოდ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და, რომ კრიზისის პირობებში ნეთანიაჰუს გაუჭირდება გადამწყვეტი ზომების მიღება.


თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადება, რომ გაერთიანებულმა მუსლიმურმა ძალებმა უნდა აღკვეთონ ისრაელის ტერორისტული ქმედებები და საერთაშორისო მედიის, მათ შორის, რუსული პროპაგანდისტული საშუალებების ძალიან მოკრძალებული და ძუნწი შეფასებები „ჰამასის“ გაუმართლებელ ქმედებებთან დაკვშირებით, გვაფიქრებინებს, რომ ახლო აღმოსავლეთში გაღვივებული ცეცხლის მიზეზები სცილდება ქვეყნის ლოკალურ დღის წესრიგს და დაინტერესებული გარე აქტორების ჩართულობაც არ არის გამორიცხული.


ფაქტია, რომ 11 მაისის დაბომბვის შემდეგ, „ჰამასი“ პალესტინის და ისრაელის რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს და ეს ნამდვილად შეცვლის ძალთა ბალანსს პალესტინის პოლიტიკში, რადიკალების სასარგებლოდ.


ისრაელს, პრაქტიკულად, არ რჩება გამოსავალი, რომ მიიღოს გადამჭრელი ზომები და ჩაატაროს საფუძვლიანი წმენდა ღაზას სექტორში, მაგრამ ასეთივე გადამჭრელი ღონისძიებების ჩატარება მას ნამდვილად გაუჭირდება იუდეასა და სამარიაში, სადაც რადიკალურ დაჯგუფებებს, როგორც ჩანს, უკვე დიდი მხარდაჭერა აქვთ.


თუ გავითვალისწინებთ ახლო აღმოსვლეთში საგრნობად შეცვლილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო ამჯერად უფრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, ვიდრე მორიგი სადამსჯელო ოპერაციის განხორციელებაა.


CNews


თეგები:
ისრაელი



500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up