StopCov.ფონდში  ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი  18 ათას ლარს შეიტანენ

StopCov.ფონდში ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი 18 ათას ლარს შეიტანენ

access_time2020-03-25 13:10:21

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანიები და „ისრაელის სახლი“ საქართველოში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ StopCov.ფონდში 18 000 ლარს შეიტანენ და ქართველ ჟურნალისტებს ისრაელში შეძენილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე განცხადებას ავრცელებს.


მასში ნათქვამია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“, რომლებიც წლებია ორმხრივ ურთიერთობებზე მუშაობენ, კრიტიკულ ვითარებაში, როგორც ყოველთვის, მზად არიან მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ამ ურთულეს დროს, მსოფლიო პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას და მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა!


„დღეს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასაძლევად, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ვერ დარჩებიან ამ ყველაფრის მიღმა!, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს: „ისრაელის სახლი“, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში აგრძელებს მაღალი დონის სასტუმროს „ვინდამ ქოლექშენს“ მშენებლობას, მზად არიან, StopCov.ფონდში შეიტანონ 18 000 ლარი. 18 ებრაულად სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება”.



განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ამ კრიზისის პერიოდში უკლებლივ ყველა, 30-მდე თანამშრომელს, რომელიც გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე, შეუნარჩუნებენ ხელფასებს და არ განახორციელებენ შემცირებებს; ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ ისრაელური კომპანიები;


„დღეს ისრაელს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს ჰყავთ საერთო, ვერაგი მტერი და მას ჩვენ საერთო ძალისხმევით, ურთიერთთანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ!“, - ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up