ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია

ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი „საპარტნიორო ფონდს“ ეწვია

access_time2020-02-12 17:42:04

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი მიიღო.


ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ ელჩს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა გააცნეს და ისრაელის კომპანიებთან განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.


საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა და ამ მხრივ, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თამაშრომლობის განვითარების სააგენტოს – მაშავის კოორდინატორი გიორგი ჟღენტი.


(R)





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up