ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი

ისრაელიდან ტურისტული ჯავშნების გაუქმების ტალღაა მოსალოდნელი

access_time2020-02-26 10:00:41

„ირანთან საჰაერო საზღვრის ჩაკეტვა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც დაფიქსირებულია სიკვდილიანობისა და დაინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რა ტიპის ფინანსებიც არ უნდა შემოდიოდეს მისგან, უნდა ჩაიკეტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ქვეყანა ჩაკეტავს ჩვენთან საზღვარს. საზღვარი თუ  ღია დარჩა და საქართველოში კორონავირუსის ალბათობა გაიზარდა,  სულ რომ არ დაფიქსირდეს დაინფიცირების ფაქტი, სხვა ქვეყნები თავს შეიკავებენ ფრენებისგან.  ჩვენ ვიქნებით ღია იმ ქვეყნისთვის, სადაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ ჯობს, ერთი ტოტი მოვჭრათ, ვიდრე მთლიანად ხე.“  - ასე აფასებს კორონავირუსის საფრთხის გამო ირანიდან საქართველოში მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანის შეჩერებას ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ირანელი ტურისტების გადაადგილებისთვის რჩება  სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვასაც.


მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არსებობს მოლოდინი, რომ ისრაელიდან მნიშვნელოვნად შემცირდება ტურისტების როდენობა და დაიწყება ჯავშნების გაუქმების დიდი ტალღა.


„ისრაელსაც საკმაოდ უჭირს გადაწყვეტილების მიღება წამოვიდეს თუ არა საქართველოში.  თავს იკავებენ წინასწარი გადახდებისგან და ველოდებით გაუქმების გარკვეულ ტალღას. აქ სეზონი იწყება აპრილის თვიდან, ახლა კი არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. თუ მარტში სერიოზული საფრთხე წამოვიდა ვირუსის გავრცელების,  მაშინ აპრილი გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ნახევარ სეზონს ეს დაარტყამს.  როგორც რუსეთიდან ფრენების აკრძალვის დროს ალტერნატიულ გზებს ვეძებთით, დაახლოებით ასეთი რამე მოხდება.



ამ ყველაფრის ეკონომიკური უკუფაქტორი ყველასთვის თავისთავად ცხადია . ყველა, ტურისტული სააგენტოებიც და სასტუმროებიც სეზონს ველოდებით,  ცხადია, რაღაც მოაკლდება სექტორს.“  - ამბობს მაია მურაჩაშვილი.


„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ ირანელი ტურისტების შემოსვლის ყველაზე აქტიური პერიოდი მარტის მეორე ნახევრიდან იყო მოსალოდნელი, თუმცა, წელს ეს ყველაზე დაბალი აქტივობის თვე იქნება და  ნეგატიური ეკონომიკური შედეგიც გარდაუვალია. თუმცა, მისივე თქმით, არსებული საფრთხის გათვალისწინებით მთავრობამ პრიორიტეტები სწორად გადაანაწილა.


„ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა ირანიდან 16 მარტის შემდეგ. ეს არის ამ ქვეყნიდან ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადის შემოსვლის პერიოდი, რადგან მუსულმანური ახალი წელი ნავრუს ბაირამი აღინიშნება. ამ პერიოდში საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა ყველა სასტუმროს, წელს ალბათ დაბალიაქტივობის სეზონი გვექნება. ირანიდან ფრენების შეჩერებას ნეგატიური შედეგი ექნება, თუმცა რადგან კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არის, ვერანაირი ეკონომიკური სარგებლის მიღების სურვილი ვერ გადაწონის მოქალაქეების სიცოცხლეს, ვერ გადასწონის ერთი ადამიანის დაინფიცირებასაც კი. შესაბამისად,  გასაგებია ეს გადაწყვეტილება.“ - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.  


შეგახსენებთ, რომ მთავრობის განმარტებით, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაშია. მათი თქმით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის პრევენციისთვის და ირანიდან გამვალი მგზავრების სქრინინგსაც აწარმოებს,  შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაინც ფრენების შეზღუდვა გადაწყდა.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up