ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი - ქართული ბანკების წარმომადგენლობები უცხოეთში

ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი - ქართული ბანკების წარმომადგენლობები უცხოეთში

access_time2021-11-01 12:00:38

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უმრავლესობა უცხოური ბანკის ფილიალს წარმოადგენს, თუმცა ისინი ქვეყნის ორ მსხვილ ბანკს კონკურენციას მაინც ვერ უწევენ. ბოლო პერიოდში საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე ქართული ბანკების ფილიალებიც გამოჩნდა, მათ შორის სიმრავლით საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის შვილობილი ორგანიზაციები გამოირჩევიან, რომლებიც არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამ მხრივ ლიდერი საქართველოს ბანკია, რომელსაც საზღვარგარეთ 5 შვილობილი აქვს.



საქართველოს ბანკის შვილობილები საზღვარგარეთ:


  1. საქართველოს ბანკის წარმომადგენლობა უნგრეთში - 2012 წელს „საქართველოს ბანკმა“ გახსნა აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების წარმომადგენლობა ბუდაპეშტში, უნგრეთი. ბუდაპეშტის წარმომადგენლობაში კლიენტებს უნგრეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ბანკის მიერ საქართველოში შემოთავაზებული საბანკო პროდუქტების შესახებ.
  2. ბანკი ბელარუსში (BNB) - “Belarusky Narodny Bank”-ის 70% „საქართველოს ბანკმა“ 2008 წლის მაისში შეიძინა, ხოლო 2010 წელს მისი წილი 99.96%-მდე გაზარდა. 2010 წლის ივლისში კი BNB-ს აქციონერი გახდა “World Bank Group”-ის წევრი IFC (საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია), როდესაც აქციების 19.99% შეიძინა. 2017 წელს კი სს საქართველოს ბანკმა და მისმა შვილობილმა კომპანია Benderlock Investments Limited-მა შეიძინეს  BNB-Bank OJSC-ის აქციების 10% და 5% შესაბამისად და ახლა BNB ბანკის აქციების თითქმის 95%-ს ფლობენ. 
  3. საქართველოს ბანკის წარმომადგენლობა ისრაელში (GFI) - GFI არის 2009 წელს დაარსებული „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების წარმომადგენლობა ისრაელში (თელ-ავივი). თელ-ავივის წარმომადგენლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია საქართველოში შეთავაზებული საბანკო პროდუქტების შესახებ. როგორიცაა, ანაბრები მაღალი საპროცენტო სარგებლით და საშუალება აქვთ გახსნან ანგარიში „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის თბილისის ოფისში.

  4. საქართველოს ბანკის წარმომადენლობა გაერთიანებულ სამეფოში - 2010 წელს „საქართველოს ბანკმა“ გახსნა თავისი წარმომადგენლობა დიდ ბრიტანეთში. ლონდონის წარმომადგენლობაში კლიენტები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში შემოთავაზებული საბანკო პროდუქტების შესახებ, როგორიცაა, ანაბრები მაღალი საპროცენტო სარგებლით და საშუალება ექნებათ გახსნან ანგარიში საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის სამსახურის თბილისის ოფისში.

  5. საქართველოს ბანკის წარმომადგენლობა თურქეთში.


2020 წლის ანგარიშგებების მიხედვით კი თიბისი ბანკი უცხოეთში ორ შვილობილ კომპანიას ფლობს:



  1. თიბისი კრედიტი ბაქო - არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც აზერბაიჯანის ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ პირველმა აზერბაიჯანში დაიწყო მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების გაცემა.

  2. თიბისი ინვესტი ისრაელი - 2011 წელს თიბისი ისრაელის ბაზარზე შევიდა და თიბისი ინვესტი დააარსა. ის წარმოადგენს ისრაელში, კერძოდ რამათ განიში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანიას.



აღსანიშნავია, რომ პროფილური ბიზნესების გარდა, ქართული საბანკო სექტორის ლიდერი წარმომადგენლები აქტიურად ფლობენ არაპროფილურ ბიზნესებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. იმ დროისთვის მხოლოდ ორი უმსხვილესი ბანკი ჯამში 71 კომპანიას ფლობდა. 2017 წლის ბოლოს კი პარლამენტმა ისევ მიიღო კანონი „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ“, რითაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა ასევე აეკრძალათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up