ისრაელი საქართველოს მაღალ ტექნოლოგიებში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს

ისრაელი საქართველოს მაღალ ტექნოლოგიებში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს

person access_time2016-04-09 12:06:11

ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის მაგალითზეც საქართველომ ბევრი უნდა ისწავლოს. ქვეყანა, დაარსების დღიდან მოყოლებული დღემდე, ტერორიზმს ებრძვის და ფაქტობრივად, მუდმივად საომარ მდგომარეობაშია, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ორ ქვეყანას შორის ბოლო წლების სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ისრაელი არ არის საქართველოში ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში, ასევე 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა ექსპორტი ისრაელიდან.


რა ფაქტორები იწვევს  განსაკუთრებით ბოლო პერიოდში  ისრაელიდან საქართველოში იმპორტის  შემცირებას, რამდენად  საინტერესოა საქართველო ისრეალელელი ბიზნესმენებისთვის საინვესტიციოდ და ზოგადად, რა პერსპექტივები არსებობს ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით? ამ თემებზე ვრცლად საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე საუბრობს: 

 

- ზოგადი შეკითხვით დავიწყებ: რამდენად წარმატებულია ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელს შორის?


- სანამ ანალიზს გავაკეთებ, დავიწყებ ფაქტებით, რაც ახასიათებს ბიზნესს. ამ დღეებში ხელი ეწერება 1-მილიონიან ინვესტიციას, რომელიც საქართველოში უკვე ამ თვიდან განხორციელდება. მსოფლიო კრიზისის პირობებში მოცულობა მეორეხარისხოვანია, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ ინვესტიციები გრძელდება.

 

ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და, შესაბამისად, ხშირად რეალობა შესაძლოა არ ემთხვეოდეს სურვილებს. რამდენიმე წლის წინათ ისრაელიდან ნამდვილად იყო საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების შემოდინების მზარდი ტენდენცია, მაგრამ მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, როგორც ყველგან, აქაც იქონია გავლენა. ამჟამად სტატისტიკურად ეს პროცესი შესაძლოა დაღმავალია, მაგრამ არსებობს და არ არის უიმედო, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, მე ვიტყოდი, ჰიპერაქტიური მოქმედებით თითქმის ნეიტრალიზებულია ყველა ის სუბიექტური ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.


ჩვენ იმთავითვე მიზნად დავისახეთ ისრაელელი ინვესტორებისა თუ მსოფლიო ებრაელობისთვის გაგვეცნო საქართველოს ბიზნესკლიმატი და ამას ემსახურებოდა ჩვენ მიერ ორგანიზებული არაერთი ბიზნესფორუმი ისრაელსა და საქართველოში. ორგანიზება გავუკეთეთ ისრაელიდან იმ ადამიანთა ჩამოყვანას, რომლებიც ამინდს ქმნიან მედიაში, ბიზნესის და „ჰაიტეკის“ სფეროებში. მხოლოდ შარშან აგვისტოში, მაშინ, როდესაც ისრაელი თითქმის დაცლილია ბიზნესის მსხვილი წარმომადგენლებისგან, იერუსალიმში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმს 110 ინვესტორი დაესწრო, ხოლო ამ ფორუმს ისრაელის მედიამ 30-მდე ტელესიუჟეტი და სტატია მიუძღვნა. ეს იყო საქართველოდან ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენელთათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ვიზიტი ბოლო წლების განმავლობაში, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც.


კიდევ ერთი მიმართულება, რაც დავსახეთ, ეს მხარეებისთვის ურთიერთბიზნესკულტურის გაცნობაა. ეს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ახლა აბამს ეკონომიკურ კავშირებს. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა თითქმის ყოველდღე უფასო კონსულტაციას უწევს როგორც ისრაელის, ისე ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ გაუადვილოს ბაზარზე შესვლა. რა თქმა უნდა, არის ობიექტური ფაქტორებიც, მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემაში მიმდინარე სერიოზული რყევები, მაგრამ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, აქვს შანსი ასეთი კრიზისი სათავისოდ ეფექტიანად გამოიყენოს. მაგალითისთვის მოგახსენებთ: ბოლო წლებია ისრაელიდან ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში თითქმის შეჩერებულია. და ახლა საქართველოს, თავისი მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი აქვს შანსი ეს თანხები მიიზიდოს. შარშან დავიწყეთ კამპანია, სახელწოდებით "აღმოსავლეთ ევროპაში დაბრუნება თბილისიდან იწყება". შედეგად საქართველომ ისრაელიდან რამდენიმე სოლიდური ინვესტიცია მიიღო ტურიზმისა და სასტუმროების სეგმენტში.


ამ ინვესტიციით მშენებარე სამი სასტუმრო წელს და გაისად ამოქმედება. ინვესტიციების პარალელურად, საქართველოსთვის ისრაელთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უმნიშვნელოვანესია, ისრაელის გამოცდილების გაზიარება სტარტაპებისა და ჰაიტეკის სფეროში. საქართველოში საამისოდ არსებობს საკმარისი რესურსი. წელს ბიზნეს პალატის მხარდაჭერით უკვე შეიქმნა რამდენიმე ქართული და ქართულ-ისრაელური სტარტაპი, ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა „ჰაიტეკის“ ამერიკული კომპანია, რომელიც ისრაელელი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ეს კომპანია მზადაა ქართულ სტარტაპებს გზა გაუკვალოს მსოფლიო ბაზარზე.



- ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ისრაელი არ არის საქართველოში ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში. ასევე 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა იმპორტი ისრაელიდან. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები იწვევს იმპორტის  შემცირებას?


- საქართველო ისრაელის საექსპორტო ათეულში მისი ბაზრის სიმცირის გამო ვერ შევა, ამასთან, ქართული მხარისთვის ეს ნამდვილად არ უნდა იყოს მიზანი, ჩემთვის კი, როგორც ისრაელელისთვის, აბსოლუტურად მისაღებია, ისრაელისთვის ეს სია თუ გაიზრდება.


ისრაელის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან აშშ, ევროკავშირი, ჩინეთი, ინდოეთი - დიდი ეკონომიკის ქვეყნები, რომლებიც ისრაელიდან მაღალი ტექნოლოგიების იმპორტიორები არიან. რა თქმა უნდა, არის სეგმენტი, სადაც ისრაელსა და საქართველოს შეუძლიათ სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდა, რაც, ვფიქრობ ეტაპობრივად ასეც მოხდება. მისასალმებელი იქნება, თუ საქართველო თავისი ტრადიციული დარგებისთვის გაიზიარებს იმ ტექნოლოგიურ გამოცდილებას, რაც ისრაელს აქვს. საბოლოო ჯამში ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც თავის მხრივ გააფართოვებს როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო პროდუქციის ნუსხას. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, ბოლო 65 წლის განმავლობაში ისრაელის ექსპორტი 15 ათასჯერ გაიზარდა და დღეს ის თითქმის 100 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს მოხერხდა ტექნოლოგიური განვითარების, სწორი ეკონომიკური არჩევანის გზით. ვფიქრობ საქართველოსაც ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს. ორმხრივი ვაჭრობის გაზრდას სჭირდება ქართული მხარის მეტი აქტიურობა და ისრაელის მიწოდების ქართულ ბაზარზე უფრო მეტი მორგება.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ისრაელიდან ექსპორტის გაზრდის ერთ ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნებოდა?


- ბევრი სხვა ფაქტორიცაა ქვეყნიდან ექსპორტის გაზრდისთვის და ყველაზე მეტად უფრო მეტი ინიციატივა. ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობა გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას. თუ ამ ბრუნვის ქართული ექსპორტია საინტერესო, ქართულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. ამ დღეებში ისრაელიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც შეუძლია ამ საკითხის დაჩქარება.


- თქვენ რას ურჩევთ საქართველოს, რა მაგალითი უნდა ავიღოთ პირველ რიგში ისრაელისგან?


– დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ყველა სფეროში ქმნის სასარგებლო პრეცედენტს. ინიციატივათა დიდ ნაწილს თავად ახორციელებს, ნაწილს სტიმულს აძლევს, ნაწილს კი უღვივებს ამ მიმართულებით ცოდნას. თითქმის ყველა სფეროში ჩამოვაყალიბეთ წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი.


საერთოდ კი ისრაელის მოდელი უკვე მაგალითია. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ყოველი აქტივობა ორი ქვეყნის ურთიერთობის, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენაა მიმართული. ჩამოგვყავს და საქართველოში დაინტერესებულ ჯგუფებს ვახვედრებთ იმ ისრაელელ სპეციალისტებსა და ინტელექტუალებს, რომლებმაც შექმნეს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ისრაელი. 26 მაისს დაგეგმილი გვაქვს ჩვენი ეგიდით შექმნილი სტარტაპების პრეზენტაცია. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოგვყავს ჰაიტეკის ცნობილი ისრაელელი წარმომადგენელები.


ივლისში უკვე იერუსალიმში გავუკეთებთ ორგანიზებას შეხვედრებს ისრაელის „ჰაიტეკის“ წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან. ამ ღონისძიებების მიზანი ერთია - მეტი კომუნიკაცია და წარმატებული ქვეყნის - ისრაელის მოდელის ათვისება.


არის საკითხები, რომლებიც, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, ბიზნეს პალატამ უკვე წამოაყენა. მართალია, ზოგიერთი მათგანი დარჩა ყურადღების მიღმა, მაგრამ ეს საკითხები დღესაც გადაჭრას ელის. მათ შორისაა ქართველი მშენებლების ისრაელში ლეგალურად დასაქმება. ამჟამად მათ შუამავლების გამო სოლიდური თანხის გადახდა უწევთ, რათა შეაღწიონ სამუშაოდ ისრაელში.


ჩვენი ინიციატივაა ისრაელში 500 ქართველ მშენებელს ოფიციალურად მუშაობის უფლება ჰქონდეს. ეს, ერთი მხრივ, ფინანსურად აისახებოდა, სულ ცოტა 500 ოჯახზე, მეორე მხრივ საქართველოს დაუბრუნდებოდა 500 მაღალკვალიფიციური მშენებელი. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია. ამ დღეებში ჩვენი ინიციატივით თბილისს ეწვევა ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია 21 კაცის შემადგენლობით. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერის გარემოცვაში ამინდს ქმნიან. ქართულ მხარეს ეძლევა საშუალება, მათთან შეხვედრაზე დასვას ქართველი მშენებლებისთვის კვოტის გამოყოფის საკითხი. მე ახლა ამ ინიციატივას მედიის საშუალებით კვლავ ხმამაღლა ვიმეორებ. ქართველი მშენებლებისთვის ისრაელში სპეციალური კვოტების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, ზაფხულში მოეწერება. ქართველი მშენებლებისთვის გამოიყოფა სპეციალური 500-კაციანი კვოტა.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ისრაელში მოხდება მათი ოფიციალურად დასაქმება. ჩვენ მოგვყავს ცხენი მდინარემდე, თუმცა მას ვერ ვაიძულებთ, რომ დალიოს წყალი.

 



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up