ისრაელის ქალაქ ნეს-ციონის ბიოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შექმნეს, რაც დაავადების დამარცხებას აახლოებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მკვლევრების განცხადებით, ვაქცინა მათ ჯერ არ შეუქმნიათ, თუმცა ანტისხეულების აღმოჩენა ვაქცინაციისკენ გზაზე პირველ ნაბიჯს წარმოადგენს და ახლა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შესაძლოა უფრო მალე შეიქმნას.
მათივე ცნობით, ანტისხეულების გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის ნიმუშებიდანაა აღებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge