ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

ისნის რაიონის გამგებელმა საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა

access_time2019-12-05 13:23:40

ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ რაიონის მცხოვრებლებს გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ანგარიშის პრეზენტაციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.



როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2020 წელს დედაქალაქს გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომლის საშუალებითაც, ქალაქის ყველა რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება.



„ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემაა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, თუმცა ჩვენ მათ არ ვუშინდებით. დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას და პრობლემას ღირსეულად გადავლახავთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე - როდესაც ჩვენი უფლებამოსილება ამოიწურება, ჩვენი ქალაქის ყველა რაიონი განსხვავებული იყოს. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები თბილისელებისთვის თვალშისაცემი იქნება. 2020 წლისთვის საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ბიუჯეტიც განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. რაც შეეხება თავად მუნიციპალიტეტს, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ყველა რაიონში სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებენ. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები პირობას გაძლევთ, ყოველთვის ვიქნებით ხალხის სამსახურში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს გაცილებით ლამაზი, კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, გამწვანებული, ახალი სკვერებითა და პარკებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განახლებული მეტროთი და ყველა იმ პრობლემის მოგვარებით, რაც ყველას, თითოეულ თბილისელს გვაწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა ისნის რაიონის გამგებელს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.



„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს დამატებითი სტიმულია პირადად ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისა და თანაგუნდელებისთვის. ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი აუცილებლად განვითარდება და წინ წავა. მინდა, რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს წარმატებები ვუსურვო. პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრობლემები, რომელიც რაიონს აწუხებს, ძალიან მალე მოგვარდეს და გამოსწორდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



ისნის რაიონის გამგებელმა ადგილობრივ მოსახლეობას, სამთავრობო და კერძო სექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო დამსწრე საზოგადოებას ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ძირითადი პროექტები გააცნო.



„ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა საინტერესო პროექტი განხორციელდა. უკვე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეძლევა საშუალება, რაიონში უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. გაზრდილი ბიუჯეტით მეტ პრობლემას გადავჭრით და აღნიშნულ თანხებს რაიონის მოსახლეობის საჭიროებებს მოვახმართ“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.



გამგებლის განცხადებით, 2018-2019 წლებში ისნის რაიონში - ავლაბარში, ნავთლუღსა და ვაზისუბანში ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო სამუშაოები 187 მისამართზე შესრულდა. მათ შორის, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 45 ქუჩას, ხოლო 24 მისამართზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო; მოეწყო და რეაბილიტირდა 21 ახალი სკვერი; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები; მოეწყო სხვადასხვა დასასვენებელი და საბავშვო გასართობი სივრცე, რომლებიც შშმ პირთათვის ადაპტირდა.



ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ისნის რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 22 სპორტული მოედანი და 20 ფიტნეს ზონა. ასევე, შვიდი მისამართიდან რაიონის მოსახლეობა მერის ინიციატივას გამოეხმაურა. მათი თხოვნით, გამგეობამ 104 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, მათ ნაცვლად კი სკვერები და სპორტული მოედნები მოაწყო.



გარდა ამისა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, 274 პროექტი განახორციელა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა ექვსი ავარიული საცხოვრებელი სახლი, 89 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 70 მისამართზე ჩატარდა, რეაბილიტირდა და განახლდა 19 ლიფტი; მოსახლეობის ჩართულობით, სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა; საცხოვრებელი ფართები და მიწის ნაკვეთები 136 ოჯახს დაუკანონდა.




ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 32 945 150 ლარი დაიხარჯა.



ისნის რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.







მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up