ისნის გამგებელი - თბილისის მერია სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ ბინებში მცხოვრებლების ქირით გაყვანას უზრუნველყოფს

ისნის გამგებელი - თბილისის მერია სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულ ბინებში მცხოვრებლების ქირით გაყვანას უზრუნველყოფს

access_time2017-11-23 12:54:50

ისნის რაიონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულია 8 ბინა. კერძოდ, ერთ სადარბაზოში პირველ სამ სართულზე განთავსებული ბინები და მეორე სადარბაზოში ერთი ბინა.



მისივე თქმით, სანამ აღნიშნულ ბინებში შესაბამისი პროცედურები არ ჩატარდება და არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება ოჯახების შეშვებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია მათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს.



სრულფასოვნად ვერ გავეცანით მდგომარეობას, რადგან კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ლაბორატორიის ექსპერტები. სიტუაციას ართულებს ის, რომ კორპუსს ისედაც ჰქონდა ავარიული სტატუსი და რამდენიმე აფეთქების შედეგად, ჯერ ხალხს ვერ შევასახლებთ იქამდე, სანამ არ ჩავუტარებთ სრულფასოვან ექსპერტიზას. ექსპერტიზის სრული ანალიზი მოხდება მას შემდეგ, რაც კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას და მოხდება მისი დასუფთავება.




დავათვალიერეთ სადარბაზო. მეოთხე სართულზე და ზემოთ არ არის პრობლემა ხალხის დაბრუნების, უბრალოდ ამის ნება უნდა დაგვრთონ კრიმინალისტებმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა. 8 ბინაა სადაც ხანძარი იყო. გუშინ სამი ოჯახი მივიღეთ. სხვებსაც თუ სურვილი ექნებათ, გადავიყვანთ სასტუმროში და შემდეგ ყველას გავიყვანთ ქირით. სხვა სადარბაზოებში მცხოვრებლებს სავარაუდოდ სახლების დატოვება არ მოუწევთ. დაზიანებულია ერთი სადარბაზოს სამი სართული და მეორე სადარბოზს ერთი ბინა,- განაცხადა ლაბუჩიძემ.

 

 

ipn.ge

 

 

 




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up