ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" იუწყება, რომ ხალიფა აბუ ჰასან ალ-ჰაშიმ ალ-ყურაიში, "ღვთის მტრებთან ბრძოლაში" მოკლეს.
"ისლამური სახელმწიფოს" სპიკერმა მეთაურის გარდაცვალების თარიღისა და გარემოებების დაზუსტებისგან თავი შეიკავა. მან დაასახელა ჯგუფის ახალი ლიდერი - აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-ყურაიში.
ალ-ჰაშიმი ისლამური სახელმწიფოს მესამე ხალიფა იყო და ეს თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში მისი წინამორბედის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაიშის გარდაცვალებიდან ერთ თვის შემდეგ დაიკავა. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის სტამბოლში მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, რასაც ისლამური სახელმწიფო უარყოფდა.