ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

access_time2020-05-30 11:30:23

– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ?

– კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან.

„მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს.

ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე – „ახალგაზრდები ხულოსთვის“ ნახავთ.  გვერდის ადმინისტრატორი 6 ახალგაზრდაა.

შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, სტუდენტები ხულოში დაბრუნდნენ. ერთ დღეს შეიკრიბნენ, იფიქრეს და გადაწყვიტეს,  რომ თავიანთ მუნიციპალიტეტში იმ ოჯახებს დახმარებოდნენ, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქამდეც ჰქონდათ და პანდემიისგან გამოწვეულმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა მათი ყოველდღიური ყოფა.

მაია რიჟვაძე, გიორგი რიჟვაძე,  ქეთი ბოლქვაძე,  ნინია თავართქილაძე,  თამთა აბულაძე ქეთევან ბოლქვაძე – ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, სოციალური მედია დაიხმარეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ მათ ირგვლივ მყოფ თანამოქალაქეებს.

ჩვენთან ონლაინ ინტერვიუზე  მაია, გიორგი და ქეთი საღამოს ჩაერთვნენ.  მანამდე  მთელი დღის განმავლობაში ხულოს სოფლებში დადიოდნენ, რამდენიმე ოჯახს ესტუმრნენ და სურსათი მიუტანეს. 

„მძიმეა, როცა ხედავ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანს არ აქვს ტელევიზორი“

გიორგი ამბობს, რომ ხულოში ისეთივე ღარიბია მოსახლეობა, როგორც დანარჩენ საქართველოში, სოფლებში ისევე უჭირს ხალხს, როგორც სხვაგან და ინფექციის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ვითარება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე გახადა. 

„ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ისეთივეა სიღარიბე, როგორიც სხვაგან, როგორიც დანარჩენ საქართველოში. აქ დასაქმების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც აქ ადგილობრივები საქმდებიან ან კიდევ თურქეთში გადადიან და იქ მუშაობენ. ახლა ორივე შეჩერდა“, – ამბობს გიორგი. 

ახალგაზრდების ინიციატივას, დახმარებოდნენ მათ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, ბევრი ადამიანი შეუერთდა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ  გაკვირებულნი დარჩნენ სოლიდარობის იმ მასშტაბებით, რაც ამ პატარა მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.  მათი თქმით,  პანდემიის დროს საზოგადოება ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა. 

„ეს აღმოჩნდა პლატფორმა ან ის ადგილი, სადაც ადამიანებმა სხვადასხვა შეხედულებით, ეს იქნება რელიგიური თუ პოლიტიკური, ერთად მოიყარეს თავი და გაერთიანდნენ. ეს იყო ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი. აღმოჩნდა, რომ ასეთ დროს ადამიანებს შეუძლიათ, გააკეთონ კარგი საქმეები.  გაგვაკვირვა სოლიდარობის ამ მასშტაბებმა“, – ამბობს გიორგი. 


ქეთი იხსენებს, რომ თავდაპირველად ოჯახის წევრები და მეგობრები აქტიურობდნენ, თუმცა თანდათან უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინეს ხმა და  მათ მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე უცნობმა ადამიანებმა დაიწყეს თანხის ჩარიცხვა. სოლიდარობის ამ აქციაში ჩაერთვნენ კომპანიები და ორგანიზაციებიც.

მაიას თქმით, ინფორმაციას ოჯახების შესახებ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან იღებენ. მათ სასურსათო კალათა თავდაპირველად 98-ლარიანი იყო, ახლა კი 110-ლარიანია და, ძირითადად, შედგება საბაზისო პროდუქტებისა და პირველადი დახმარების მედიკამენტებისგან. ზოგიერთ შემთხვევაში კი ტანსაცმლითაც ეხმარებიან ოჯახებს. 

როგორც ამბობენ, გარდა იმისა, რომ უკვე 100-მდე ოჯახს დაეხმარნენ, ამ ინიციატივამ ბევრი რამ შეცვალა მათთვისაც.  

„ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა ჩვენთვისაც, გავიგეთ როგორ ცხოვრობს ხალხი რეალურად და სამომავლოდ რა სჭირდებათ“ – ამბობს გიორგი. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, ისინი არ არიან მარტო და ხელისუფლების გარდა, რომლის უშუალო ვალდებულებაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, არიან ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებიც მზად არიან, მათ დახმარების ხელი გაუწოდონ მაშინ, როცა ეს ძალიან სჭირდებათ. 

 

 

„განათლება არის ის, რითაც ბევრი კრიზისი შეიძლება გადაილახოს“

გიორგის თქმით, ამ ინიციატივაში ჩართვამ მას ნათლად დაანახა სოფლებში განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. ამბობს, რომ არიან ოჯახები, რომლებსაც კომპიუტერსა და ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. 

„სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე ბევრი რამ გავიგე. მაინტერესებდა, პანდემიის პერიოდში რამდენად იღებდნენ ჩვენს სოფლებში განათლებას ბავშვები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მათგანს კომპიუტერი არ ჰქონდა. იყო შემთხვევა, რომ ტელევიზორში არ ჰქონდა ის არხი, სადანაც სასკოლო გაკვეთილები გადის. ვფიქრობ, პანდემიამ ორმაგად დააგდო განათლების მიღების ის ხარისხი, რომელიც სოფლებში ისედაც დაბალი იყო“, – ამბობს გიორგი. 

მაიას თქმით,  კომპიუტერი და ინტერნეტი კი არა ,  ზოგიერთ სოფელში მობილურ კავშირზეც არ არის წვდომა. 

რა იქნება პანდემიის შემდეგ

ამბობენ, რომ პანდემიის შემდეგ სურთ, გააგრძელონ თავიანთი თემისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ზრუნვა.  იმედი აქვთ, რომ მათი და საზოგადოების ამგვარი მობილიზება უკვალოდ არ ჩაივლის და მაგალითს მისცემს ადგილობრივ ახალგაზრდებს, რომ განახორციელონ ამგვარი თუ სხვა ტიპის პროექტები. სურთ, პანდემიის დროს მიღებული გამოცდილება სხვა რელსებზე გადააწყონ და სამომავლოდ დაეხმარონ  აბიტურიენტებსა თუ სტუდენტებს, მას, ვისაც სწავლა სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ეკონომიკური მდგომარეობის გამო. 

„პანდემიის დასრულების შემდეგ სამომავლოდ გვაქვს ასეთი გეგმა –  გვინდა, იმ ადამიანებს მივცეთ განათლების შანსი, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ მის მიღებას, თუ, რა თქმა უნდა,  საზოგადოების აქტიურობა იქნება“, – ამბობს მაია.

მაიამ, გიორგიმ და ქეთიმ არ იციან, როდის დასრულდება პანდემია, როდის დატოვებენ თავიანთ სახლებს და დაუბრუნდებიან უნივერსიტეტებს. მანამდე კი აგრძელებენ საზოგადოების მობილიზებას ხულოსთვის და გეგმავენ მომავალს თავიანთი პროექტის გაგრძელებისთვის. 


მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის  -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების” ფარგლებში.

 

PUBLIKA

თეგები:
ხულო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up