„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე

„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“ - კომპანია „ცომი“ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ ზარალზე

access_time2020-05-10 20:55:14

„ისიც კი არ ვიცით, რესტორანი რა დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“, -ამის შესახებ კომპანია „ცომის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ სარაჯევმა „ბიზნესპრესნუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „შეფი სარაჯეფი“ 16 მარტიდან დაკეტილია, თანამშრომლები კი უხელფასო შვებულებაში არიან.

ამასთან, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, სანამ ობიექტი გაიხსნება, ზარალი სავარაუდოდ, 10 000 ლარამდე გაიზრდება, რის გამოც კომპანიას წლის ბოლომდე მაინც, თანშრომლების შენარჩუნებისთვის მოუწევს მუშაობა.

ცნობისთვის, რესტორანი სახელწოდებით „შეფი სარაჯეფი“ კომპანიამ „ცომი“ გასული წლის 8 ივლისს გაიხსნა, რომელიც 30-მდე სტუმარზეა გათვლილ. კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი, ყველასთვის კარგად ნაცნობ, სარაჯიშვილების მეექვსე თაობას წარმოადგენს და აღნიშნული ობიექტის კონცეფციაც სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდა. კერძოდ, რესტორანი მისი ოჯახის კუთვნილ ძველ სახლში განთავსდა, სადაც არსებულ სიძველეებს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა. ობიექტში პატარა ღვინის მარანიც მოეწყო, სადაც საოჯახოსთან ერთად, ადგილობრივი მწარმოებლების 30-მდე სახეობის ღვინოა წარმოდგენილი.

თავის მხრივ კი, კომპანიამ „ცომი“ ხინკლის ცომის წარმოება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მიზანი კი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.


„რესტორანი გაჩერებულია 16 მარტიდან. სამწუხაროდ, აქ თანამშრომლებს უხელფასო შვებულება მოუწია. საუბარია, 4 ადამიანზე. ისიც კი არ ვიცით, როდესაც მუშაობის უფლებას მოგვცემენ, რა დატვირთვით გავაგრძელებთ საქმიანობას. გვეყოლება თუ არა იგივე შემადგენლობა, რადგან რესტორანში კატასტროფული მდგომარეობაა. ობიექტში გვქონდა 7000-დან 8000 ლარამდე პროდუქციის მარაგები, რომელსაც ბუნებრივია, თავის ვადა აქვს. ალბათ, სანამ გავიხსნებით, ეს ზარალი 10 000 ლარზეც ავა. მარაგების შევსებაც ხომ დაგვჭირდება“,- ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.

მისი თქმით, კომპანიას სავარაუდოდ, ეს წელი თვითგადარჩენაზე მოუწევს მუშაობა.

„ახლა ჩემი უპირეველსი მიზანია, რომ თანამშრომლები მაინც შევინარჩუნოთ და დანახარჯების გამომუშავება შევძლოთ“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

 


BPN


თეგები:
რესტორანი



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს
access_time2020-10-24 17:00:43
დიზაინერმა რუსო დანელიამ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენულ მაღაზიასთან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც რამდენიმე  დღეა, რაც მაღაზია „ატრიოს“ დახლებზე გამოჩნდა.   როგორც „კომერსანტს“ დიზაინერმა რუსო დანელიამ განუცხადა, მისთვის“ატრიოსთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და „ატრიოს“ მხრიდანაც დაინტერესება დიდია.   „ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ...


მსგავსი სიახლეები

up