ISFED: „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამისთვის თვეში 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა

ISFED: „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამისთვის თვეში 320 ათას აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯა

access_time2020-10-26 19:00:00

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ISFED-მა 900-ზე მეტი Facebook გვერდი და 11 469 პოსტი გააანალიზა. კერძოდ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების„ თანახმად, საანგარიშო პერიოდში აქტიურობდნენ:



ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;



ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;



მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;



ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;



ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი;



ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი.




დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.



„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა ასევე პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 ფეისბუკგვერდს, მონიტორინგი მოიცავდა აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც.



„სამართლიანი არჩევნების“ შუალედური ანგარიშის მიხედვით, ღირებულებით საკითხებზე პოლარიზების წამახალისებელი გვერდები აქტიურად არიან ჩართულები პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. ამ მონაცემებით, 69 გვერდი „პატრიოტთა ალიანსის“, „ქართული მარშის“, „ქართული იდეის“ პრიმაკოვის ფონდის დირექტორის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა.



როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში „ფეისბუკზე“, ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით, 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 გვერდი ოპოზიციის, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, კრიტიკული მედიასაშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, 30 გვერდი კი ძირითადად „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდა, გარდა „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიებისა.



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოების“ სოციალური მონიტორიმგის მეორე ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია. კერძოდ, 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ანონიმურ დისკრედიტაციულ და ცრუ მედიის გვერდებზე, ჯამში 1,725 პოსტი გამოქვეყნდა. ხოლო, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული 65 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი 8 დასპონსორებული პოსტი.



ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ პარტიების და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 320 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯეს. პარტიებისა და კანდიდატების 117 ოფიციალურ გვერდზე 4925 რეკლამა გამოქვეყნდა, ძირითადად დეკლარირებული სახით. თუმცა როგორც ანგარიშშია ასახული, პოლიტიკური რეკლამების ნაწილი ანონიმურად, სავალდებულო დეკლარირების გარეშე ვრცელდებოდა, ხოლო ფეისბუკის რეაგირება არაეფექტური და არასაკმარისი იყო. საანგარიშო პერიოდში „ფეისბუკზე“ პოლიტიკური მიზნით მოქმედ 42 გვერდზე „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომელიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა, მათგან 23-ის მოქმედება შეჩერდა.



„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სოციალური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.



www.radiotavisupleba.ge







თეგები:
რეკლამა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up