ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ მარტის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით მომხმარებლების თავდაჯერებულობის ინდექსმა (CCI) გაუარესების მაჩვენებელი დააფიქსირა. „ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ მომხმარებელთა ინდექსის აღდგენა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, წელს თავდაჯერებულობის ინდექსს გასული წლის ზაფხულის მაჩვენებლებამდე დააბრუნებდა. სამწუხაროდ მარტში ტენდენცია შეიცვალა, თავდაჯერებულობის ინდექსი 3,5 პუნქტით შემცირდა. მისი ორი სუბინდექსი - არსებული სიტუაციისა და მოლოდნის ინდექსებიც იმავე სქემის მიხედვით გაუარესდა.
მომხმარებელთა თავდაჯერებულობის ინდექსი მოსახლეობის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. ეს ინდექსი დგინდება მოსახლეობის გამოკითხვით, რომელშიც წამოწეულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა დანაზოგის გაკეთების უნარი, სამომხმარებლო ფასების ცვლილება, უმუშევრობის დონე და ა.შ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მარტის თვეში ინფლაცია 7,2 პროცენტამდე გაიზარდა. ამან სამომხმარებლო კალათის მიშვნელოვან კომპონენტებზე გავლენა მოახდინა, რადგან კვების პროდუქტეზე, კომუნალურ მომსახურებასა და ჯანდაცვაზე ფასები 5,7%, 13,6% და 7,6 პროცენტით გაიზარდა. ამას გარდა, კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია თებერვალში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტიც ცივი თვე იყო. ნაკლები შემსყიდველობითი უნარის ფონზე მომხმარებლები ასევე სკეპტიკურად უყურებენ დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობებს. გამოკითხვისას რესპოდენტებმა ნეგატიურად შეაფასეს დასაქმების პერსპექტივებიც.
კვლევისას არ ყოფილა მკვეთრი სხვაობა თბილისსა და მის ფარგლებს მიღმა მცხოვრები რესპოდენტების პასუხებს შორის.
ISET-PI.GE