ISET წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) საქართველოში ეკონომიკის 11.6%-იან ვარდნას ელის, ხოლო მეოთხე კვარტალში 11.8%-იანს. კვლევითი ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მათი გათვლები რეტროსპექტულ ხედვას და განვლილ პერიოდზე დაკვირვებას ეყრდნობა.
საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით არის შემცირებული.
„ჩვენს პროგნოზებში მდგომარეობა გადაჭარბებით არის შეფასებული, რადგან შოკის ეფექტს (ეკონომიკის ჩაკეტვა და ლოქდაუნი) საქართველოს ისტორიაში ანალოგი არ აქვს“, - განმარტავენ ISET-ის მკვლევარები.
ISET-ის კვლევაში ვკითხულობთ რომ მიმდინარე წელთან დაკავშირებით ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს აქვს გაკეთებული, რომელიც წლის ბოლომდე ეკონომიკის 4.9%-ით შემცირებას ელის. 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ეროვნული ბანკი. შედერაებით პესიმისტურია მსოფლიო ბანკის პროგნოზი - 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა.
ADB-ის მონაცემებით, წელს საქართველოს ეკონომიკაზე მეტად რეგიონის ქვეყნებიდან შემცირდება ყირგიზეთის ეკონომიკა (-10%). სომხეთში ADB 4%-იან ვარდნას ელის, აზერბაიჯანში კი 4.3%-იანს.
GBC.GE