ისე არ მოხდეს, რომ კითხვების დასმამ ფასი დაუკარგოს ამ ძალიან გაბედულ ნაბიჯს - ნუკრი ქანთარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

ისე არ მოხდეს, რომ კითხვების დასმამ ფასი დაუკარგოს ამ ძალიან გაბედულ ნაბიჯს - ნუკრი ქანთარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

access_time2019-11-12 21:20:06

პარლამენტის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის წინ საკუთარ კოლეგებს შეახსენა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მოსახლეობას „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ მისცა და ახლა ამის შესახებ კითხვების დასმამ, შეიძლება ხელისუფლების „ამ გაბედულ ნაბიჯს“ ფასი დაუკარგოს.

 

„ჩვენ ახლა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ შევდივართ იმ მინდორზე, სადაც ქვეყანას გამოცდილება არ აქვს და ჩანს, რომ რასაც დავთესავთ, არ ვიცით რა ნაყოფი გამოვა. ეს ყველა მოქალაქეზე, პარტიაზე იქნება დამოკიდებული და პროპორციული სისტემა მაღალ შეგნებას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია მოსახლეობას მივეცით ამის პირობა, პარტიის თავმჯდომარემ მისცა ამის პირობა და ჩვენ ყველანი დავეთანხმეთ მას. მესმის, რომ ახლა არის კითხვები, ალბათ იმიტომ, რომ უფრო განიმარტოს სიტუაცია, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ შემდეგ ფასი ამ ძალიან გაბედულ ნაბიჯს, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში ვერ გაბედა, ახლა დაეკარგოს და აზრიც დაკარგოს მერე იმ უპირატესობამ, რითაც დღევანდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს გაბედულება გამოიჩინა. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც აქედან გამომდინარე დავსვათ კითხვები“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 


ipn





ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up