საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ისანში მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური „სამგორის“ მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
Imedinews.ge