ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა

ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა

access_time2019-05-01 12:40:19

ისანი-სამგორისკომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია განხორციელდება


ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტულ კომპლექსში კორტების რეაბილიტაცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.



„თბილისის მთავრობა დღეს, ისანი-სამგორისკომპლექსური სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შესახებ იმსჯელებს. გვსურს, ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე სპორტული კომპლექსი ისე მოვაწესრიგოთ, რომ იქ შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე,უნდა მოეწყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორი ჰარდის კორტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს იქ არსებულ ადმინისტრაციულ შენობას. უახლოეს პერიოდში,კომპლექსის რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


რეაბილიტირებული კორტები და შენობა სპორტული ინვენტარითა და საჭირო ავეჯით აღიჭურვება.





ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up