ნიკოლოზ ყაველაშვილი საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობას სსფ–ის წვლილს უკავშირებს

ნიკოლოზ ყაველაშვილი საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობას სსფ–ის წვლილს უკავშირებს

access_time2022-04-27 13:00:36

გასული კვირის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები  მიმდინარეობდა,  რომელშიც საქართველოს დელეგაციაც იღებდა მონაწილეობას, ამ  შეხვედრებზე დიდი  ყურადღება  დაეთმო რუსეთის  უკრაინის წინააღმდეგ  აგრესიას და მის მოსალოდნელი შედეგებს.



საგაზაფხულო შეხვედრებამდე საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალ პროგრამას მოაწერეს ხელი და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა გაზაფხულზე დაიწყება. რა არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი საქართველოსთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რადიო “კომერსანტის” ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნეს ინსაიდერი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრმა, პროფესორმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ის, რომ საქართველოს ფინანსური  სისტემა ასეთი მყარია და ასეთ  ფორმაშია, ამაში ძაან დიდი წვლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. 



“საერთაშორისო სავალუტო ფონდი 90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ როდესაც ლარი შემოვიდა ბრუნვაში, შემოვიდა საქართველოში და ძალიან  დიდი დახმარება გაუწია როგორც  ცენტრალურ ბანკს, ასევე მთლიანად  საფინანსო სისტემის განვითარებას. 

რაც  შეეხება  ახალ პროგრამას, ეს  აპრილის  დასაწყისში  გამოცხადდა და  უკვე  შეთანხმებულია  საქართველოს მთავრობასთან და  დაახლოებით 289 მილიონია გამოყოფილი. სამწლიანი პროგრამაა და  საბოლოო გადაწყვეტილება IMF–ის  საბჭომ მაისში უნდა მიიღოს. ჩვენ მთავრობასთან 3 წლიანი პროგრამა შეთანხმებულია, სხვათა შორის, საქართველომ სექტემბერშიც მიიღო დახმარება, იქაც  დაახლოებით 286 მილიონი იყო გამოყოფილი,  ოღონდ ეს კოვიდთან  დაკავშირებული დახმარება იყო, ზოგადად IMF-მა მსოფლიოში კოვიდთან  საბრძოლველად 600 მილიარდი გამოყო და ჩვენ აქედან  286 გვერგო,  რაც  ჩვენ  სარეზერვო აქტივებს მიემატა და სარეზერვო აქტივების ზრდა სექტემბერში შეინიშნებოდა“, -  აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.



ყაველაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ასეთი რთული ვითარებაა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კომუნიკაციას და ქვეყანაში მსგავსი პროგრამის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.




“ჩემი აზრით, ამას ძალიან  დიდი  მნიშვნელობა აქვს, მართალია ეს გრძელვადიან ვალში კი გვეწერება, მაგრამ სულ რომ  არ იყოს  ფინანსური დახმარება  და  იყოს უბრალოდ პროგრამა,  საქართველოს  ეკონომიკისთვის და განვითარებისთვის ესეც ძალიან კარგია, ამასაც მივესალმებით,  მითუმეტეს, აღნიშნული პროგრამა საქართველოსთვის 300 მილიონამდე გამოყოფას  ითვალისწინებს“,  აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up