ლექსო ალექსიშვილი: თუ აშშ მოახდენს დოლარის დევალვაციას, ეს პროცესი ლარზე არ აისახება

ლექსო ალექსიშვილი: თუ აშშ მოახდენს დოლარის დევალვაციას, ეს პროცესი ლარზე არ აისახება

access_time2019-07-12 10:00:39

Bloomberg-ს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტს აწუხებს დოლარის გაძლიერება, რომელიც  საფრთხეს უქმნის მის ეკონომიკურ გეგმებს. ამიტომ, დონალდ ტრაპმა თანაშემწეებს დაავალა ამერიკული ვალუტის კურსის შემცირების გზების მოფიქრება. საკითხი ჯერ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი, თუმცა “კომერსანტი“ დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკა გადაწყვეტს, ხელოვნურად ჩაერიოს დოლარის კურსის წარმოქმნის პროცესში, როგორ აისახება მსოფლიო პროცესი საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.


როგორც საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, დოლარის დევალვაციაზე მსჯელობა ტრამპის ადმინისტრაციაში ახლა არ დაწყებულა.


„როდესაც საგარეო გლობალური ვაჭრობის პროცესები მიმდინარეობს, ბუნებრივია, დგება სავალუტო თემატიკა და სავალუტო ვაჭრობასთან დაკავშირებით ვალუტის კურსის შემცირების საკითხი. ეს თემა აშშ-ში ყოველთვის დგას დღის წესრიგში. უბრალოდ, ახლა მიდის მსჯელობა, რამდენად არის  ხელის შემწყობი გარემო და შეიძლება თუ არა პოლიტიკით ხელოვნურად ჩაერიონ ამ პროცესში,“ -  აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.


 PMCG-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდა და ამერიკულ დოლარზე მოთხოვნა  გახდა იმის მიზეზი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დოლარის დევალვაციის საკითხის განხილვას გეგმავს:



“გლობალური საგარეო ვაჭრობის პროცესში, ბუნებრივია, სავალუტო კურსს აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა. ეს განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო სავაჭრო კონკურენტუნარიანობის თემას. რამდენიმე ათწლეულია, როდესაც ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მსოფლიო სავაჭრო სივრცეში, ხელოვნურად იჭერს თავის ვალუტას და არ აძლევს  გამყარების საშუალებას, რაც თავისთავად ხელს უწყობს მის კონკურენტუნარიანობას, რაც, ბუნებრივია, მოქმედებს სხვა მოთამაშეების მდგომარეობაზე. რამდენად მოხდება აქტიურად ჩარევა დოლარის დევალვაციის პროცესებში აშშ-ს ფედერალური რეზერვებით ან ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, ეს უკვე შემდგომი საკითხია. ამ განცხადებითაც ჩანს, რომ მარტივი პროცესი არ იქნება. ანუ ამერიკის ინსტიტუტები მარტივად არ ჩაერევიან დოლარი კურსში. ამიტომ, ჩვენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ,“ - განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.



როგორც ალექსიშვილი აცხადებს,  იმ შემთხვევაში თუ დოლართან მიმართებით ამერიკის ადმინისტრაცია დევალვაციის გადაწყვეტილებას მიიღებს,  ეს პროცესი ლარზე არ აისახება -  არც ნეგატიურად და არც პოზიტიურად.  ყოფილი ფინანსთა მინისტრი ამის მიზეზად საქართველოს მცირე ეკონომიკას ასახელებს.

 

„საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები არ არის ამერიკასთან უშუალო კავშირში. მისი სავაჭრო ურთიერთობები არის აშშ-ს სავაჭრო პარტნიორებთან კავშირში და, ბუნებრივია, როცა სავალუტო კურსს უყურებ უნდა შევხედოთ არა ნომინალურ კურსს, არამედ რეალურ გაცვლით კურსს. რეალური გაცვლითი კურსის თვალსაზრისით ყალიბდება საბოლოო ჯამში ეს მდგომარეობა. ჩვენი რეალური გაცვლით კურსის შემხედვარე, არ გვაქვს გაუფასურებული ვალუტა. ჩვენ ვუყურებთ დოლართან მიმართებაში ნომინალურ კურსს, მაგრამ, თუ შევხედავთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიც არის მაგალით თურქეთი, რუსეთი და სხვები, ამ ვითარებაში ლარი გაუფასურებული არ არის. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ თუ დოლარის დევალვაცია მოხდება, ეს კარდინალურად შეცვლის მის სავალუტო კურსს სხვა ვალუტებთან მიმართებაში - ეს ესე არ მოხდება. ამის მოლოდინები არ უნა გვქონდეს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი: ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ძლიერი, რაც ნიშნავს იმას, რომ  ჩვენი ფუნდამენტური ეკონომიკური საფუძვლები როგორიც არის ექსპორტის მდგომარეობა, ეკონომიკური სტაბილურობის მდგომარეობა, წარმოების დონე და ა.შ. იყოს მაქსიმალურად გაზრდილი. ამას უნდა მივაქციოთ არსებითი ყურადღება. ბაზრების დივერსიფიცირება უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც შესაძლებელია მეტი საგარეო სავაჭრო პარტნიორი უნდა გვყავდეს. ეს არის მთავარი სამიზნე. ის რომ ამერიკა შეცვლის თავის სავალუტო გაცვლით კურსს ჩინეთის იუანთან მიმართებაში, ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ იძენს“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.


ბაჩო ადამია

 





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up