ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ

ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს - რჩევები უსაფრთხო სილამაზის შესახებ

access_time2022-10-05 15:20:19

ესთეტიკური მედიცინა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და მოიცავს როგორც ქირურგიულ, ისე - არაქირურგიულ პროცედურებს. გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს ინექციური მეთოდები, განსაკუთრებით - ქალებში. თეორიულად ბევრმა იცის, რომ ინექციური მეთოდების გამოყენებისას სიფრთხილე და ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო, თუმცა ფაქტი უცვლელია - ქალების ნაწილი მაინც ხდება არასწორი ინტერპრეტაციებისა თუ არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი.



ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით „კარაპს მედლაინის“ უკვე 25-წლიანი გამოცდილება იძლევა საშუალებას, პროფესიონალებისგან მიიღოთ რჩევები თავის მოვლის პროცედურების ჩატარებამდე. არასწორი მიდგომით ან შეუსაბამო პრეპარატებით განხორციელებული პროცედურების შედეგად გამოწვეული გართულებები კლინიკაში კომპლექსურად (პლასტიკური ქირურგი, დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი, ნევროლოგი) განიხილება და ირჩევა მკურნალობის საუკეთესო მეთოდი.




სწორედ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და მათი ეფექტურად გამოსწორების გზებზე გვესაუბრება „კარაპს მედლაინის“ ვაკის ფილიალის ექიმი-კოსმეტოლოგი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც ასევე გვირჩევს, რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე სპეციალისტთან მივალთ:

 
„კანი ადამიანის სხეულის შემადგენელი ნაწილი, მისი ზედაპირული საფარველია და ნებისმიერი სახის პროცედურის ჩატარებამდე მას ზუსტად ისევე ანატომიურ დონეზე სჭირდება კლინიკური შესწავლა, როგორც - სხვა ნებისმიერ ორგანოს. საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, ინექციური პროცედურები ექიმი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგის, ქირურგის ან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს. რატომ? იმიტომ, რომ შეცდომათა დიდი ნაწილი სწორედ არაპროფესიონალიზმთან არის დაკავშირებული. კანის სტრუქტურის ზედაპირული ცოდნა ხშირად, სამკურნალო ან ესთეტიკური შედეგების მიღების ნაცვლად, უარესად აზიანებს მას.




არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ასევე ესთეტიკურ კლინიკას/ცენტრს, მის სათანადო აღჭურვილობას ინექციური პროცედურების ჩასატარებლად. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა, შოკის საწინააღმდეგო პრეპარატებით უზრუნველყოფა და არაერთი სხვა. შეცდომათა დიდი ნაწილია ბაქტერიული ინფექციის გავრცელება სისხლძარღვებიდან, დაზიანება ნემსის ნერვზე მოხვედრის შედეგად, ზეწოლა პრეპარატზე, რაც წერტილოვან შეშუპებას იწვევს და ა.შ.





ინექციური მეთოდების ჩატარებისას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება პრეპარატებს. აუცილებელია, რომ გამოყენებული ინექციური პრეპარატები და აპარატურა აღიარებული იყოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ (FDA Approved). უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა, მოითხოვოს კუთვნილი პრეპარატის ხარისხის სერტიფიკატი და დარწმუნდეს მის სანდოობაში. სხვა კოსმეტოლოგთან ვიზიტის შემთხვევაში გამოყენებულმა სხვა სახის პრეპარატმა შესაძლოა, გაზარდოს რისკ-ფაქტორები - რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენება დაუშვებელია.




მნიშვნელოვანია ასევე, კოსმეტოლოგი ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას თითოეული პრეპარატის შემადგენლობის, მისი გამოყენების წესების, შენახვის პირობებისა თუ სხვა დეტალების შესახებ.




მინდა შევეხო კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას კოსმეტოლოგიაში - ეს ინექციური (ე.წ. ფილერების) პრეპარატების გაყოფა და ორ ადამიანზე გამოყენებაა. აღნიშნული პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრეპარატის ორ ნაწილად გაყოფა იწვევს ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიც არის ვირუსული ინფექციების გავრცელება პაციენტიდან პაციენტზე, მათ შორისაა აივ-ინფექცია, ჰეპატიტ B და C.




ჰიალურონის მჟავა სისხლზე ბევრად მკვრივი კონსისტენციის არის, სისხლისა და ვირუსული ნაწილაკები კი, წნევის მეშვეობით, პრეპარატის შპრიცში გარკვეული დოზით რჩება. აღნიშნული ნარჩენები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მეორე პაციენტისთვის, რომელთანაც ინექციის გაყოფა/განაწილება ხდება მაშინ, როდესაც ნებისმიერი პრეპარატის ორჯერ გამოყენება მკაცრად იკრძალება.




და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი სახის კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარებამდე, განსაკუთრებით კი ინექციურ პროცედურამდე აუცილებელია კანის დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალები ხშირად მიმართავენ ინექციურ მეთოდს ახლობლების რჩევით ან უბრალოდ - ზედაპირული ინტერესებიდან გამომდინარე. სინამდვილეში კი მნიშვნელოვანია, ამა თუ იმ პროცედურის საჭიროება თავად ექიმმა კოსმეტოლოგმა განსაზღვროს.“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up