ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic – ის მეასე გამოცემა

ის, რაც შთაგვაგონებს ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე. ქართულენოვანი National Geographic – ის მეასე გამოცემა

access_time2021-01-05 13:55:06


იანვრის თვეში ჟურნალ National Geographic საქართველოს მეასე ნომერი გამოვიდა. ჟურნალი 2012 წლიდან გამოიცემა ქართულ ენაზე და მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნებისმიერი საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში.

 

2021 წელს National Geographic Magazine-ი სპეციალური გამოცემით იწყებს. გამოცდა, იზოლაცია და იმედი იანვრის ნომრის მთავარი თემებია და პირველად, National Geographic Magazine-ის 133-წლიან ისტორიაში გთავაზობთ კონკრეტული წლის ფოტორეტროსპექტივას.

 

პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები, საპროტესტო ტალღა, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იფეთქა თუ ბუნებრივი კატასტროფები მთელ დედამიწაზე − მხოლოდ ზოგადად აღწერს 2020 წელს.

 

„იანვარის პუბლიკაცია მართლაც განსაკუთრებულია, ის გახლავთ National Geographic Magazine - საქართველოს მე-100 ნომერი, რომელიც კონკრეტულ წელიწადს მივუძღვენით. 2020 წელი ნამდვილად არ მოგვენატრება, თუმცა ის, ალბათ, არც დაგვავიწყდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მსოფლიოს უნიჭიერესი ფოტოგრაფების ნამუშევრებით წარმოგვედგინა თქვენთვის 2020 წელი და შევეცადეთ ერთიანად დაგვენახა პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ – გამოცდის, განცალკევებისა და იმედის“. – ნათია ხულუზაური, მთავარი რედაქტორი.


 

National Geographic მსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 37 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.

 

 

National Geographic საქართველო უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით მარტივად მოგითხრობთ ამბებს ისეთი სფეროებიდან როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან ჩვენ ვაშუქებთ ყველა იმ სფეროს, რომელსაც „ზურგს უმაგრებს“ ნებისმიერი მიმართულების აკადემიური მეცნიერება.

 

ჟურნალის გამოცემის პარალელურად, National Geographic საქართველოს ამოცანებია საქართველოში გეოგრაფიული, არქეოლოგიური, ისტორიული, ბიოლოგიური და სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო სპეციალიზირებული ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კონკრეტული კვლევების ხელშეწყობა და მათი განხორციელება. ჟურნალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან.

 

ქართულენოვანი ჟურნალის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობოლი ბრენდის საქართველოში შემომყვანი და ქართულენოვანი გამოცემის მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია

 

(R)


თეგები:
National Geographic



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up