“სამშენებლო კოდექსის“ გადავადებაში დეპუტატები კორუფციის ნიშნებს ხედავენ, დეველოპერებს კი რეგულაციების 3 წლის შემდეგ ამოქმედება სურთ

“სამშენებლო კოდექსის“ გადავადებაში დეპუტატები კორუფციის ნიშნებს ხედავენ, დეველოპერებს კი რეგულაციების 3 წლის შემდეგ ამოქმედება სურთ

access_time2019-05-29 09:00:19

თბილისის მერიის ინიციატივით, პარლამენტში „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ ამოქმედების  დაახლოებით 1 წლით გადავადებას აპირებენ. ამას საკანონმდებლო ორგანოში სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რომ მუნიციპალტეტის სურვილია რეგულაციების 2020 წლის 1 სექტებრამდე  გადავადება, თუმცა, დარგობრივი ეკონონიკის კომიტეტმა, კანონის 6 თვით გადავადებას დაუჭირა მხარი.


საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი, ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. პროექტით კი, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები უნდა შენარჩუნდეს და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედდება 2020 წლის სექტემბრისათვის გადავადდეს. ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.


ცვლილებების არგუმენტად მითითებულია ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალ მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო.

 

ჭიჭინაძის განცხადებით, კანონში გაწერილია ისეთი საკითხები, რომლის შედეგადაც უნდა გაიცეს სამშენებლო ნებართვები. „ამ ადამიანებს ეს არ უნდათ, რადგან ცოდნას მოითხოვს, საქმიანი ხალხის დასაქმებას მოითხოვს და არა პარტიული და ერთგულების ნიშნით. გარდა ამისა, 2020 წელს საარჩევნო წელია და ყველა შემთხვევაში ისევ გადაავადებენ. დღეს ტექნიკურ საკითხებს იმიზეზებენ, რისი მოუგვარებლობის შემთხვევაშიც კანონი ვერ იმუშავებს. მაგალითად, ამბობენ, რომ tas.ge ვერ იმუშავებს და მსგავსი არგუმენტები მოჰყავთ,“-აცხადებს ჭიჭინაძე.

 

დეპუტატი წარდგენილ ინიციატივაში კორუფციულ რისკებს ხედავს და ეჭვობს, რომ მერია მშენებელობებზე ნებართვების გაცემას კოდექსის გვერდის ავლით აპირებს. როგორც ჭიჭინაძე  განმარტავს, აღნიშნული კანონი არეგულირებს ნებართვის გაცემის წესსაც. მისი არ არსებობა კი დღეს არსებულ ქაოტურად განაშენიანების პროცესს გააგრძელებს.

 


„მენაშენეთა ასოციაციის“  დირექტორი თორნიკე აბულაძე კი აცხადებს,რომ  თბილისმა რამდენიმე თვის წინ გენგეგმა მიიღო, რომელიც  გარკვეული პოლიტიკის და კანონის განმსაზღვრელი დებულებაა. შესაბამისად, ის მიღებულია დამოუკიდებლად და  სამშენებლო კოდექსიდან განსხვავებული დავალებით. შესაბამისად, როგორც აბულაძე აცხადებს, იმ პირობებში, როდესაც თბილისში მოქმედებს გენგემა, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, 4-5 თვეში  სამშენებლო კოდექსის ამოქმედება, რომელშიც ასევე გარკვეული აკრძალვებია ჩადებული, დეველოპერული ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზარალებელი იქნება.

 

„ავადმყოფს შეიძლება დავუნიშნოთ წამალი დღეში 1 აბი 40 დღის განმავლობაში. თუ ორმოცივე აბს ერთ დღეში დალევს, შეიძლება მოკვდეს. დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვართ დეველოპრები. დაწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში იქნება კოლიზია. ანუ, ორი სხვადასხვა კანონი ერთმანეთს დაეჯახება.შესაბამისად, დეველოპერებს ძალიან მძიმე სარეაბილიტაციო პერიოდი გველის. კანონის მიღება ერთია, მაგრამ, მეორეა იმას როგორ მოვიყვანთ შესაბამისობაში და ის კორელაციაში არ იქნება სამშენებლო კოდექსთან. შესაბამისად, ძალიან გაგვიჭირდება ამის მიღება,“-აღნიშნავს აბულაძე.


როგორც „მენაშენეთა ასოციაციის“  დირექტორი აცხადებს, 3 წელი ის  გონივრული ვადაა, რა ვადითაც უნდა გადავადდეს სამშენებლო კოდექსის ამოქმედება. მისი განმარტებით, კოდექსი  ძალიან ბევრ  უწყებას, მათ შორის საჯარო რეესტრს ეხება.


„კოდექსის  ამოქმედების შემდეგ, რეესტრში რომ მიიტანოთ  მიწის გაყოფის ნახაზი, ამაზე საჯარო რეესტრიდან ნებართვას მხოლოდ მერიის თანხმობის შემდეგ მიიღებთ. ამაში  ჩართული ბევრი  უწყებაა და მგონია, რომ ეს პროცესი საკმაოდ მძიმე იქნება,“-აცხადებს აბულაძე.


რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აბულაძე განმარტავს, რომ თუ ეს რისკები აქამდე იყო, მერეც იქნება. მშენებლობის კოდექსი არ არის იმისთვის, რომ ქაოტური მშენებლობა დაარეგულიროს. ეს არის იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესუალური, უსაფრთხოების და ბევრი სხვა  ნაწილი  დაარეგულიროს. ქაოტურობას გენგეგმა აწესრიგება.


როგორც ცნობილია, სამშენებლო კოდექსზე  მუშაობა ბოლო 7-8 წელია მიმდინარეობს.  დოკუმენტი ბევრ მიმართულებას არეგულირებს, მათ შორის,  ახალი კოდექსის თანახმად, მშენებარე ობიექტს ზედამხედველობა ან სახელმწიფომ ან კერძო აკრედიტებულმა ინსპექტორმა უნდა გაუწიოს. სავალდებულო ხდება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირებაც. შემოდის საჯარო სივრცეებთან მიჯნის ზონის ცნობის აუცილებლობის კომპონენტიც.


რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას,  დოკუმენტი აღსრულებადი 2019  15 მარტიდან გახდა. მას მხარი საკრებულოს 37-მა დეპუტატმა დაუჭირა. 4 - წინააღმდეგი იყო.


სოფო ქსოვრელი 

 




თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...


მსგავსი სიახლეები

up