ის რაც გიყვართ გაძვირდა - „მაკდონალდსმა“ მენიუზე ფასი 10 პროცენტით გაზარდა

ის რაც გიყვართ გაძვირდა - „მაკდონალდსმა“ მენიუზე ფასი 10 პროცენტით გაზარდა

access_time2020-10-13 12:00:12

ჩიზბურგერი, ჰამბურგერი, როლი, ნაგეტსი, ტოსტი - ის რაც გიყვართ გაძვირდა. „მაკდონალდსმა“ მენიუზე ფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის კურსის დევალვაციამ გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მათ შორის „მაკდონალდსის“ ბიზნეს საქმიანობაზე. მედიაჰოლდინგის კითხვაზე ფასი რა პროდუქტზე გაიზარდა რესტორნაში გვპასუხობენ:

 

„მაკდონალდსს გააჩნია თავისი საფასო პოლიტიკა, რომლითაც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ არსებულ ეკონომიკურ გარემოს და რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ბიგ მაკზე ფასი არ გაზრდილა“, - აცხადებენ რესტორანში.

 

როგორც „მაკდონალდსში“ განმარტავენ ლარის კიდევ უფრო გაუფასურების პირობებში, კომპანია კვლავ გადახედავს თავის საფასო პოლიტიკას და ეცდება, მომხმარებელს დისკომფორტი არ შეუქმნას და ფასები შეინარჩუნოს.

 


„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ჩვენი მომხმარებელია. გვსურს, მუდმივად შევთავაზოთ მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული. ამიტომ, ბუნებრივია, ლარის კურსის ცვლილება ახდენს გავლენას ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზე“, - განმარტავენ „მაკდონალდსში“.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში „მაკდონალდსმა“ დამატებით კიდევ ორი რესტორანი გახსნა. კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მაკდონალდსის ახალი რესტორნები სრულად ამართლებენ იმ მოლოდონებს, რომლებიც მენეჯმენტმა დაისახა.

 

„ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას და აღსანიშნავია, რომ ეს ორი ობიექტიც სწორედ ამ პერიოდში გავხსენით. ახალი რესტორნების გახსნით  ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები.

 

Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია და ჩვენთანაც ბევრმა ბიზნეს ოპერატორმა შეაჩერა მუშაობა, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.

 

მაკდონალდსი იყო ერთ-ერთი იმ ობიექტთაგანი, რომელიც ყველაზე მწვავე პერიოდშიც კი არ გაჩერებულა და რეგულაციების სრული დაცვით სთავაზობდა თავის მომხმარებელს საყვარელ პროდუქტსა და გამოცდილებას“, - განაცხადეს „მაკდონალდსში“.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up